x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ჰარუკი მურაკამის საინტერესო, ცხოვრებისეული ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ

image

ცნობილი მწერლის ჰარუკი მურაკამის ციტატები ჩვენი გრძნობების, ემოციების და სხვა რთული მოვლენების შესახებ ჩვენს ცხოვრებაში.


სამყარო სიყვარულის გარეშე ჰგავს ქარს ფანჯრის მიღმა. ვერც შეეხებით, ვერც ჩაისუნთქავთ.


მე მეგონა, რომ ადამიანები წლიდან წლამდე იზრდებიან, თანდათანობით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა. ადამიანი მყისიერად იზრდება.



მცდარი მოსაზრებები მსოფლიოში არ არსებობს. არის მოსაზრებები, რომლებიც ჩვენსას არ ემთხვევა, სულ ესაა.


რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით მეტი რამის გამოსწორებაა შეუძლებელი მის ცხოვრებაში.


ყველაფერი, რაც ჩვენში ქრება - თუნდაც სამუდამოდ გაქრეს - ტოვებს ხვრელებს, რომლებიც არასოდეს განიკურნება.


ერთმანეთის ჩახუტებით ჩვენ ვიზიარებთ ჩვენს შიშებს.


თუ ყველა დაიჯერებს რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება, მსოფლიოში არაფრის შიში არ დარჩება.


რაც არ უნდა ეცადო, როცა გტკივა, მტკივა.


თქვენ უნდა გამოათავისუფლოთ თქვენი გრძნობები. უარესია, თუ ამას კეთებას შეწყვეტთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაგროვდება და გამკვრივდება შიგნით. შემდეგ კი - სიოვდილიღა დარჩა.


არ მიყვარს მარტოობა. უბრალოდ ზედმეტ ნაცნობებს არ ვიძენ. რათა კიდევ ერთხელ არ გამიცრუვდეს ხალხის იმედი.


როგორც ჩანს, გული მყარ გარსში იმალება და ცოტას შეუძლია მისი გატეხვა. ალბათ ამიტომაც არ შემიძლია მართლა შემიყვარდეს.


ერთმანეთის მიმართ გულწრფელოობა და დახმარების სურვილი მთავარია.


ნებისმიერი სიცარიელე უნდა შეივსოს რაღაცით.


ადამიანს ეძლევა იმედი და მას საწვავად იყენებს. იმედის გარეშე, "შემდგომი" შეუძლებელია.


მთელი ჩვენი რეალობა შედგება გაუთავებელი ბრძოლისგან იმას შორის, რაც სინამდვილეში მოხდა და რისი დამახსოვრება არ გვინდა.


არ არსებობს ისეთი საიდუმლოებები, რომლებიც გულიდან არ გაქრება.


ყველაზე მნიშვნელოვანი ის დიდი რამ კი არ არის, რაც სხვებმა მოიფიქრეს, არამედ ის პატარა რამ, რასაც შენ თვითონ მიხვედი.


რა არის მარტოობა? ეს ისეთივე გრძნობაა, რაც გიჩნდება, როცა წვიმიან საღამოს დგახარ დიდი მდინარის შესართავთან და დიდხანს უყურებ, როგორ მოედინება წყლის უზარმაზარი ნაკადები ზღვაში.


მეხსიერება ადამიანს შიგნიდან ათბობს. და ამავდროულად მას ანგრევს.


როცა დიდხანს უყურებ ზღვას, გეწყებათ ხალხის მონატრება, ხოლო როცა ადამიანებს დიდხანს უყურებთ, გეწყებათ ზღვის მონატრება.


შორიდან თუ უყურებ, ყველაფერი მშვენიერი ჩანს.


ხშირად ხდება, რომ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ წვრილმანებით იწყება.


არასწორი მიმართულებით მაღალი ეფექტურობით მოძრაობა კიდევ უფრო უარესია, ვიდრე საერთოდ არ გადაადგილება.


როცა არავინ გყავს, ვისთანაც გააზიარებ შენი მარტოობის აზრებს, აზრები იწყებენ შენს გაყოფას.


თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც შენ გინდა, მაშინ ცხოვრება უინტერესო გახდება.

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0