x
image
ლურჯი თოლია
ტელე ''იმედის'' დეზინფორმაციული პოსტი და ბრალდება აქციის მონაწილეებზე

1-ელ დეკემბერს ტელეკომპანია "იმედმა" ამავე ღამის საპროტესტო აქციიდან გაავრცელა ფოტო, რომელზეც თითქოსდა შეიარაღებული დემონსტრანტი იყო ასახული. ტელევიზამ ფოტო დაასათაურა როგორც ''სავარაუდოდ, შეიარაღებული “მშვიდობიანი” მომიტინგე''.

image

1 დეკემბერს, ღამის 00:20 საათზე, ტელეკომპანია ''პირველმა'' ფეისბუქ-გვერდზე საპროტესტო აქციიდან 8-საათიანი უწყვეტი პირდაპირი ეთერი ჩართო. 1:22:46-ზე კადრში ჩნდება ის ეპიზოდი, რომელიც იმედმა საინფორმაციო პოსტისთვის გამოიყენა.

სინამდვილეში კი, უწყვეტი ეთერის ყურებისას ჩანს, რომ საინფორმაციო ბარათზე ასახული პირი შტატივითა და კამერით დგას, მას ასევე უკეთია ბეიჯი, რომელიც, სავარაუდოდ, მიუთითებს, რომ ის მედიის წარმომადგენელია. აღნიშნული პირი შეიარაღებული არ არის, მას ხელში არა იარაღი, არამედ კამერის შტატივი უჭირავს და მიმდებარე ტერიტორიას იღებს.

რამდენიმე წამის შემდეგ, პირი ბრუნდება და კადრების გადაღებას აგრძელებს, რა დროსაც პირდაპირ ეთერში მისი კამერა სრულად ჩანს. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას შტატივი და კამერა უჭირავს და არა – იარაღი.

ცნობისთვის, “იმედმა” თავადვე განაცხადა, რომ კადრი ტელეკომპანია ''პირველის'' პირდაპირი ეთერიდან აქვთ მოჭრილი და იარაღიანი დემონსტრანტი სწორედ მათ დააფიქსირეს.

1
125
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
125
  
2024, 3 დეკემბერი, 2:12
მეტი ინფორმაციისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანიც შეეხო ამ თემას და იმედს წაკბინა, თუმცა არც მას დაუზუსტებია დანარჩენი დეტალები
0 1 1