x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"Deep state''-ი საქართველოში გადატრიალებას აწყობს"-ფლორიან ფილიპო
image

ფრანგი პოლიტიკოსი, პარტია "პატრიოტების" ლიდერი, ფლორიან ფილიპოს განცხადებით, დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია "დიფ სტეიტი"(ღრმა სახელმწიფო) საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება აწყობს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი "ტვიტერი) დაწერა:


პოლიტიკოსის თქმით საქართველოში გადატრიალება მზადდება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ "უარს იტყვის საპრეზიდენტო მანდატის დათმობაზე, " ხელისუფლებაში უკანონოდ დარჩება.


ფრანგმა პოლიტიკოსმა პარალელი გაავლო უკრაინის პრეზიდენტთან, რომელიც მისი თქმით "ასევე უკანონოდ იმყოფება ხელისუფლებაში გასული წლის მარტიდან."



''და მერე ეს ხალხს ასწავლიან დემოკრატიას: "Deep state"-ფაქტობრივად იგივე ცდას ატარებს საქართველოში, რაც გააკეთა 2014 წელს უკრაინაში ევრომაიდანთან დაკავშირებით .
აგიტაციების ორგანიზება, ორკესტრირებული დესტაბილიზაცია, მაშინ როცა ქართველებმა გასულ ოქტომბერში საკანონმდებლო არჩევნებზე ძალიან მკაფიოდ უარს ამბობდნენ ნატოზე და ევროკავშირზე!

ზუსტად იგივე ხრიკები: დემონსტრანტებში უცებ ჩნდება ახალი „ევროპის დროშები“, ფული საიდან მოდის და ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს არავინ იცის და დასავლური მედია ხალხს აჯერებს, რომ ეს არის ხალხის რევოლუცია!
ეს უბრალოდ CIA-ს გადატრიალებაა!


"Deep state"-რა თქმა უნდა, გაზრდის თავის პროვოკაციებს ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდე: მას [ტრამპს] მოუწევს ძალიან დიდი გასუფთავება!" - აღნიშნავს ფრანგი პოლიტიკოსი.



"Deep state-არის ხელისუფლების ტიპი, რომელიც შედგება ძალაუფლების პოტენციურად საიდუმლო და არაავტორიზებული ქსელებისგან, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან დამოუკიდებლად და ახორციელებენ საკუთარ დღის წესრიგსა და მიზნებს. პოპულარულ გამოყენებაში, ტერმინს აქვს უკიდურესად უარყოფითი კონოტაციები და ხშირად ასოცირდება შეთქმულების თეორიებთან.

0
396
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0