x
მეტი
  • 03.12.2024
  • სტატია:138634
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512290
ვინ არის ქალი, რომელიც საკუთარმა შვილმა მოკლა და მერე თავი მოიკლა?
imageსაზარელი მკვლელობა თბილისში, საბურთალოზე.ახალგაზრდამ საკუთარი დედა, 49 წლის ნინო ხოჭოლავა მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.



თვითმკვლელობის წინ შვილმა "ტიკ-ტიკზე" ვიდეომიმართვა გაავრცელა:



"თუკი ამ ვიდეოს უყურებთ ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. თუ ეს ვიდეო შეგხვდათ ეს იმან ნიშნავს, რომ მე ცოცხალი აღარ ვარ, იმიტომ რომ თავი მოვიკალი და სანამ ამას ჩავიდენდი ". არ მინდა, რომ ყველაფერი ასე იყოს. ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი ხალხს, რომ ამხელა ტრაგედია მოხდა...“, - ამბობს ვიდეოში ახალგაზრდა.


იმასაც ამბობს, რომ ამ ფაქტამდე მას 9-ჯერ ჰქონდა თავად თვითმკვლელობის მცდელობა.როგორც ცნობილი გახდა მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა.



"მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ გა­გი­ცა­ნი ნინო ასე­თი თბი­ლი, გუ­ლი­ა­ნი, კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი... შოკი მაქვს, არ მჯე­რა რომ აღარ ხარ...


ნინო ჩემო საყ­ვა­რე­ლო, რო­გორ მტკი­ვა გული...თვალ­ზე ცრემ­ლი არ შრე­ბა...


რა სა­ში­ნე­ლი, ამ­ბა­ვია! ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს, შენი სული ნინი!" - წე­რენ გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

image

13 ოქტომბერს ნინო ხოჭოლავამ გარდაცვლილ მეგობარს სოციალური ქსელით ასეთი სიტყვებით მიმართა:


"მეგონა გაიმარჯვებდი.....????????????გემშვიდობები, მაგრამ დროებით ..."იქ" შევხვდებით მეგობარო".


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 109 და 115-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანას.


0
609
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
609
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0