საქართველო
"ყელზე ბანტივით უნდა გავუკეთოთ გრიგოლიჩს"- რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი
2024, 1 დეკემბერი, 17:37
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"14-ში ყელზე ბანტივით უნდა გავუკეთოთ ყაველაშვილი გრიგოლიჩს" - ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საპრეზიდენტო კანდიდატი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.