x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"სარეცხი მანქანები" ადამიანებისთვის

კოსაკის (იაპონია) Science Co კომპანიამ, რომელიც აბაზანის მოწყობილობებს აწარმოებს, ახალი სარეცხი მანქანა შექმნა... ადამიანებისთვის და მას «Mirai Ningen Sentakuki» («სარეცხი მანქანა მომავლის ადამიანებისთვის») ჰქვია.

1970 წ. Osaka Kansai Expo–ის გამოფენაზე, იაპონურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Sanyo Electric Co–მ (ამჟამად, Panasonic Holdings Corp), მსოფლიოში პირველი «სარეცხი მანქანა» წარმოადგინა, ადამიანებისთვის. მისი ფუტურისტული კვერცხის ფორმა და ბუშტების ტექნოლოგიამ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე.


image


იასუაკი აოიამა ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც Sanyo–ს სარეცხი მანქანის ნახვა, მოქმედებაში მოახერხა. მაშინ ის, უბრალოდ, ცნობისმოყვარე, მეოთხე კლასელი იყო. მაგრამ, აღფრთოვანების გრძნობა, რომელიც მაშინ განიცადა, მას ზრდასრულ ასაკშიც არ ტოვებდა... და დღეს, როდესაც ის, კომპანია Science Co –ს ხელმძღვანელია, რომელიც აბაზანების და საშხაპეების წარმოებაზეა სპეციალიზებული, საკუთარი, ახალი მოდელის «სარეცხი მანქანის» გამოშვებისთვის ემზადება.

«ჩვენ, როგორც 1970 წლის მემკვიდრეობას, – ახალ სარეცხ მანქანას შემოგთავაზებთ, ადამიანებისთვის», — განაცხადა იაპონელ ჟურნალისტებს აოიამამ და დაამატა, რომ განახლებული მოდელი, Osaka Kansai Expo–ის გამოფენაზე, უკვე 2025 წ. აპრილში იქნება წარმოდგენილი.

ორიგინალური სარეცხი მანქანა ულტრაბგერას იყენებდა და სხეულის გასასუფთავებლად, დიდ ჰაერის ბუშტებს ქმნიდა. ხოლო, პლასტმასის ბურთები, მასაჟისთვის გამოიყენებოდა. მომავლის ადამიანების სარეცხი მანქანა კი, პირიქით, პატარა მიკროსკოპულ ჰაერის ბუშტებს იყენებს, რომელიც სხეულს ბევრად უფრო ეფექტურად ასუფთავებს. ხოლო, თანამედროვე სენსორები, ადამიანის პულსს და სხვა ბიოლოგიურ მონაცემებს, წყლის სათანადო გაცხელებისთვის ზომავს. გარდა ამისა, მანქანას გააჩნია ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც მომხმარებლის გუნება–განწყობილებას განსაზღვრავს და «სარეცხი მანქანის» გამჭვირვალე ხუფზე, საჭირო განწყობის შესაქმნელად, შესაბამის გამოსახულებას აპროექცირებს. მოწყობილობას სალონის ფორმა აქვს და ის ცხელი წყლით მაშინ ივსება, როდესაც მომხმარებელი ცენტრალურ ადგილზე ჯდება. ხოლო შემდეგ, სხეულის გასასუფთავებლად, საპნის მიკროსკოპული ბუშტები გამოდის. მწარმოებლები ფიქრობენ, რომ გამოფენაზე, მათი მანქანით, 1000–მდე ადამიანი შეძლებს სარგებლობას.

Science Co რამდენიმე წელია მუშაობს ამ მოწყობილობაზე და მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველადი დიზაინი რამდენჯერმე შეიცვალა, კომპანია ინარჩუნებს აღებულ ვალდებულებას და მანქანები წარმოებაში 2025 წ. ჩაეშვება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჩაქუჩი და ღოჯი, თუ 3D პრინტერი? – აღმოჩენა რომლის შესახებ ბევრმა არ იცის

* იშვიათი დამთხვევები, რომლის გადაღებაც მოასწრეს (15 ფოტო)

* ადამიანი არ არსებული ქვეყნიდან და სტუმარი XVII საუკუნიდან (2 უცნაური ისტორია, რომელიც რეალურად მოხდა)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
380
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0