კონფლიქტები აშშ-მ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა 30 ნოემბერი, 16:30
ამ ფონზე, მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზელენსკი მზადაა უარი თქვას ტერიტორიებზე.
CNN-ის ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს გენერალ კეიტ კელოგის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის ძირითადი დებულებები, რომელიც აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარუდგინა უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელს. გეგმა მიზნად ისახავს შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებას და მის მოგვარებებას დიპლომატიურ მეთოდებით. დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე სტრატეგიულ ნაბიჯს, რომელიც ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა მისაღები იყოს ორივე მხარისთვის. კელოგის წინადადებით, ფრონტის ხაზი გაყინული იქნება ამჟამინდელ პოზიციებზე და შეიქმნება დემილიტარიზებული ზონა შემდგომი შეტაკებების თავიდან ასაცილებლად. მთავარი პირობა არის ცეცხლის სავალდებულო შეწყვეტა და მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის დაწყება. ამავდროულად, ამ გეგმის ფარგლებში უკრაინის დახმარება დამოკიდებული იქნება მის რუსეთთან დიალოგისთვის მზადყოფნაზე. შესაძლოა დაფინანსება მოხდეს სესხების სახით, რაც ტვირთს შემატებს უკრაინის ეკონომიკას. ცალკე დოკუმენტში ნახსენებია უკრაინის "ნატოში" გაწევრიანების საკითხი. გენერალი გვთავაზობს ამ საკითხის დროებით გადადებას ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ხოლო კიევის უსაფრთხოების გარანტიები რჩება მთავარ ელემენტად. გეგმა არ გამორიცხავს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას, მაგრამ ხაზს უსვამს ამ მიზნის მხოლოდ დიპლომატიური მეთოდებით მიღწევის აუცილებლობას. წინადადებების ერთ-ერთი პუნქტია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქება, თუ ის დათანხმდება მოლაპარაკებებს, ხოლო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, სანქციების სრულად მოხსნას. უკრაინის აღდგენისთვის შემოთავაზებულია რუსული ენერგორესურსების ექსპორტზე გადასახადის შემოღება, საიდანაც თანხები დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. მსოფლიო მედიაში გავრცელდა ზელენსკის ინტერვიუ, სადაც აღნიშნავს, რომ მზადაა "ნატოში" მიღების სანაცვლოდ დათმოს ტერიტორიები დროებით და თუ "ნატო" აღიარებს უკრიანის მთლიანობას. 878 3-ს მოსწონს
|