სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის, ოპოზიციურმა მეამბოხე ძალებმა ალეპო აიღეს
30 ნოემბერი, 16:26
წლებია უკვე რაც სირიაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის, ოპოზიციური შეიარაღებული ძალების უკან ამერიკის შეერთებული ძალები დგას, რომელიც ომის დაწყების დღიდან პირდაპირი თუ ირიბი გზებით შეიარაღებას აწვის მათ. ადრეც ვწერდი ამაზე. ისიც ცნობილია საქართველოს მოქალაქე ქისტებმა ფართოდ, რომ გაითქვეს სახელი ამ ბრძოლაში, როგორც საველე მეთაურებმა, მარტო "წითურ გენერლად" წოდებული, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე მამით ქრისტიანი და დედით მუსლიმი თარხან ბათირაშვილი (აბუ ომარ ალ შიშანი) რად ღირდა, რომლის დაქვემდებარებაში მალევე მოიყარა 2000-ზე მეტმა მოჯაჰედმა.
თარხან ბათირაშვილი (აბუ ომარ ალ შიშანი)
თუმცა თარხან ბათირაშვილი ჯიჰადის მომხრე გახლდათ და მისი დამოკიდებულება აშშ-ს მიმართ თავიდანვე უარყოფითი იყო. დავანებოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ნაბრძოლ, უკვე გარდაცვლილ ადამიანს თავი და სირიის უდიდეს ქალაქზე ალეპოზე ვისაუბროთ, რომელსაც დიდი ხანი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის ერთგული სამხედროები აკონტროლებდნენ რუსეთის აქტიური მხარდაჭერით და საბრძოლო შეიარაღების მიწოდებით. სწორედ სირიაში ალეპოსათვის ბრძოლებში გაითქვა სახელი პუტინის პირად მზარეულად წოდებული პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა", სადაც იმ დროისათვის თავი მოიყარა ჩეჩნეთში, საქართველოში, აფრიკის ქვეყნებში და სირიაში ბრძოლებში გამოცდილმა სამხედროებმა. პრიგოჟინი და "ვაგნერის" უშუალო მეთაური უტკინი სავარაუდოდ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ, კერძო სამხედრო კომპანიის ნაწილი რეგულარულ არმიას მიუერთეს, ნაწილი კი აფრიკის კონტინენტზე გადაისროლეს, სადაც რამდენიმე ქვეყანაში იმ ქვეყნების ხელისუფლების შეიარაღებულ ძალებთან ერთად ებრძვიან მეამბოხეებს და ქვეყნის წიაღისეულიდან მიღებული ფულიდან საკმაოდ სოლიდურ თანხებს იღებენ, საიდანაც ნაწილი მოსკოვისკენ მიემართება. რუსეთს ძალიან გაუჭირდა უკრაინაში, კოლოსალური ადამიანური და ტექნიკური ზარალის შემდეგ მას ფიზიკურად არ შეეძლო ცოცხალი ძალით და ტექნიკით დახმარებოდა ასადის რეჟიმს, რითაც ისარგებლეს ოპოზიციურმა, შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა და გუშინ სირიის უმსხვილესი ქალაქი ისეთი სისწრაფით აიღეს, რუსი სამხედროების სამხედრო არსენალიც კი ჩაიგდეს ხელში. ასადის არმია და მათი რუსი ინსტრუქტორები ისე გაიქცნენ, ერთი სერიოზული წინააღმდეგობის კერა არ შეუქმნიათ ქალაქის მისადგომებთან ან უშუალოდ ქალაქში.
ალეპო მეამბოხეების ხელშია, ასადმა დახმარება პუტინს სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ, რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით თავადაც მძიმე მდგომარეობაშია, რასაც უკრაინული დანაყოფების კურსკის და ბელგოროდის ოლქებში ყოფნაც ადასტურებს.