საქართველო
"სამარცხვინო, რა კარგია, რომ ხმა არ მოგეცი, შენ რა ჯიშ-ჯილაგის ხარ ბიჭო?!!"- ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი
დღეს, 13:33
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მომიტინგეების მისამართით განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით არაეფექტური რეაგირების გამო აკრიტიკებს და მას "მშიშარა სვანს" უწოდებს:
"ლევან იოსელიანი! სამარცხვინო სახალხო დამცველი კი არა “სახალხო ბითური” ხარ! რა კარგია, რომ ხმა არ მოგეცი არჩევის დროს პარლამენტში ( ზოგიერთი მირჩევდა ოპოდან ხმა მიეციო -მიკვირდა)და მაშინვე ღიად განვაცხადე ტვ ეთერშიც და პარლამენტში!!
ასეთი მშიშარა სვანი, მგონი არც გამიგია არასდროს… მეფე თამარმა სიკვდილის წინ სვანები დაიყენა ვაჟკაცები, ფიცი დადეს და საიდუმლოს შენახვის გამო დაიხოცნენ, ერთმანეთი დახოცეს.
შენ რა ჯიშ-ჯილაგის ხარ ბიჭო?!! “ვოი საბრელ”! საბრალოვ!!!"- ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის წინ პროევროპული აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია. დარბევაში ნიღბიანი სპეცრაზმელები და ძალოვნები ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე მონაწილეობდნენ, შსს-მ ერთ ღამეში ფიზიკური ძალის გამოყენებით 107 პირი დააკავა.