x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"თუ ვინმეს ჰგონია, ამ ფორმულას საქართველოში ნაკლები იდიოტი-მიმდევარი ჰყავს, მწარედ ცდებით"-დავით ქართველიშვილი
image

ანალიტიკოსი და პარტია" ხალხის ძალის" წარმომადგენელი დავით ქართველიშვილი ტელეარხის Sky News-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკი მზადაა "ნატო"–ში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინამ ტერიტორიები დათმოს და აღნიშნავს, რომ საქართველოშიდაც იქნებიან მსგავსი იდიოტები:


"ესეც ახალი დირექტივა ჩვენი ლატენტური ციმბირელებისათვის - მზად ვართ დავთმოთ ტერიტორიები NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ. ამ ეტაპზე ეს წარმოუდგენელი სიგიჟე და იდიოტიზმი უკრაინას ეხება, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, ამ ფორმულას საქართველოში ნაკლები იდიოტი-მიმდევარი ჰყავს, მწარედ ცდებით..."-წერს დავით ქართველიშვილი.


Sky News-ის კორესპონდენტთან, სტიუარტ რამზისთან საუბარში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მზადაა "ნატოში" მიღების სანაცვლოდ დათმოს ტერიტორიები დროებით და თუ "ნატო" აღიარებს უკრიანის მთლიანობას.


„თუ ჩვენ გვსურს ომის ცხელი ფაზის შეჩერება, ნატოს საკუთარ ქოლგის ქვეშ უნდა შეიფაროს ის უკრაინის ტერიტორია, რომელიც ჩვენს კონტროლის ქვეშ არის.ეს სწრაფად უნდა გავაკეთოთ. შემდეგ კი უკრაინას [ოკუპირებული] ტერიტორიაები შეუძლია დიპლომატიური გზით დაიბრუნოს “.

ზელენსკიმ დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა იმისათვის, რომ "გარანტია გვქონდეს, რომ [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინი აღარ დაბრუნდება უკრაინის მეტი ტერიტორიების დასაპყრობად".


2
298
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
298
  
2024, 30 ნოემბერი, 20:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2024, 30 ნოემბერი, 19:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2