![რატომაა, რომ კუბაში უმეტესად ძველი
რარიტეტული ავტომობილები დადის? image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202411/202411291133216227.jpg)
ყველაფერი კი იმით დაიწყო როდესაც კუბაში რევოლუცია მოხდა, შეერთებულმა შტატებმა 1960 წელს ემბარგო დაუწესა კუნძულს.
ვინც ჰავანაში ყოფილა, იცის, რომ იქ დიდი რაოდენობით 50-იანი წლების ამერიკულ მანქანები დადის- Cadillac, Packard, Oldsmobile, Buick, Ford -ი და სხვა
რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ნაციონალიზაცია მოახდინა ყველა უცხოური აქტივის, საბჭოთა კავშირი იყო ფაქტიურად ახალი მანქანების ერთადერთი მიმწოდებელი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში . ჯერ კიდევ დადის იქაურ ქუჩებში ბევრი საბჭოთა "მოსკვიჩი" 412-ები, ასევე "მოსკვიჩი -2140-. რა თქმა უნდა დადის "ჟიგულები" და "ვოლგებიც", უმეტესად მოპირკეთებული და მყვირალა ტროპიკულ ფერებში შეღებილი.
![რატომაა, რომ კუბაში უმეტესად ძველი
რარიტეტული ავტომობილები დადის? image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202411/202411291136006227.png)
ალბათ იცით, რომ გარემოებების გამო, კუბაში მანქანები დიდხანს ძლებენ, უფრო სწორად აძლებინებენ ხელმარჯვე კუბელი ოსტატები, რომლებიც პოლიტიკური გარემოებების გამო (აშშ-მ სათადარიგო ნაწილების მიწოდებაც შეუწყვიტა)იძულებულები გახდნენ, ესწავლათ ნებისმიერი ნაწილის გამოჩარხვა და შეკეთება თუ გადაკეთება.
![რატომაა, რომ კუბაში უმეტესად ძველი
რარიტეტული ავტომობილები დადის? image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202411/202411291137226227.png)
თუმცა არ გეგონოთ, რომ ძველ ავტომობილებთან ერთად ჰავანის ქუჩებში ახალი ავტომობილები არ დადიან, მხოლოდ მცირე რაოდენობით, მთლიანად საერთო ავტოპარკის მხოლოდ 20%, ისიც უმეტეს წილად ჩინურები.
![რატომაა, რომ კუბაში უმეტესად ძველი
რარიტეტული ავტომობილები დადის? image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202411/202411291147266227.png)
ახლა ცნობილი გახდა, რომ საბჭოთა ტაქსი "მოსკვიჩებთან" ერთად ახლა ახალთახალი ჩინური "მოსკვიჩები" ივლიან.
![რატომაა, რომ კუბაში უმეტესად ძველი
რარიტეტული ავტომობილები დადის? image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202411/202411291148386227.png)
პარტნიორი კომპანია - Taxis Cuba ყიდულობს 50 ცალ "მოსიკვიჩ-3"-ს და მისთვის ავტოპარკიც გაამზადა.