სხვა მსოფლიოს საოცრება- ინდიგო ბავშვები. ვინ არიან ისინი? 2012, 24 ოქტომბერი, 16:20 ამბობენ, რომ ინდიგო ბავშვები გასული საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდნენ და მას შემდეგ სულ უფრო იმატებენ. სინამდვილეში კი ისინი ყოველთვის იყვნენ, თუმცა ასეთ ბავშვებს ყურადღებას არავინ აქცევდა. მათ უბრალოდ უცნაურ ადამიანებად მოიაზრებდნენ. არავის გასჩენია სურვილი მათი აურის შესწავლისა. დღეს ყველაფერი სხვანაირად არის. თუ აქამდე ინდიგო ბავშვები ჩრდილში იყვნენ, ახლა ისინი საყოველთაო ინტერესის ობიექტები არიან. ვინ არიან ინდიგო ბავშვები, რით განსხვავდებიან დანარჩენებისაგან და როგორ მოვიქცეთ მათთან ურთერთობისას? პირველად ეს ტერმინი 1982 წელს, ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა იხმარა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ზოგ ბავშვს ინდიგოს ფერის აურა ჰქონდა. საბოლოოდ ტერმინი - ინდიგო ბავშვიც აქედან დამკვიდრდა. განსაკუთრებული ყურადღება ამ ფენომენმა მაშინ მიიპყრო, როცა გამოვიდა წიგნი სახელწოდებით "ინდიგო ბავშვები: ახალი ბავშვები მოვიდნენ" ამ წიგნის ავტორები იყვნენ მეუღლეები ლი კეროლი და ჯენ ტოუბერი. ითვლება, რომ ინდიგო ბავშვები ინტელექტის მაღალ დონეს ფლობენ, აქვთ ექსტრასენსული და ტელეპატიური შესაძლებლობები. არიან განსაკუთრებით მგრძნობიარენი. ამ ბავშვებთან ურთერთობის დამყარება რთულია, რადგან ხშირად ისინი თავის თავში ჩაკეტილები ან პირიქით, ჰიპერაქტიურები არიან. ინდიგო ბავშვებისათვის ასოციალური ქცევა ერთადერთი მიღებული და დაშვებული პროტესტის ფორმაა. მათ ადრეული ასაკიდან განვითარებული აქვთ თავმოყვარეობის გრძნობა, ისინი მძაფრად შეიგრძნობენ უსამართლობას და მათი მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთი ბავშვების სოციუმისათვის მორგება ურთულეს ამოცანას წარმოადგენს, მათი პირადი სამყარო კი იმ ჩარჩოებს სცდება, რომელთა მორგებასაც საზოგადოება და ოჯახი აიძულებენ. ინდიგო ბავშვების რამდენიმე ნიშანი აქვთ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი; არ აღიარებენ ავტორტეტებს; არიან დაუმორჩილებელნი; მრავალფეროვანი ინტერესები; მიდრეკილება ყველაფრის სწრაფად ათვისება-გაგებისაკენ; თუ არ მოსწონთ ოჯახური გარემო მიდრეკილები არიან დეპრესიისაკენ; საკუთარი თავის პატივისცემა, რომელიც ზოგჯერ სნობიზმში გადადის; ძლიერ განვითარებული ინტუიცია; საფრთხის გრძნობა და მისი თავიდან აცილების ნიჭი, ანდა პირიქით, საფრთხის გამუდმებული ძიება, როგორც ერთგვარი პროტესტის ფორმა; აღზრდის ტრადიციული მეთოდების არ მიღება. ეს არის რამდენიმე ნიშანი, რომელიც ასეთ ბავშვებს ახასიათებთ, თუმცა ცხადია, მათ სხვა თავისებურებებიც აქვთ. ზოგი ბავშვი 4-5 წლის ასაკში იწყებს აბსტრაქტული, ფილოსოფიური ლექსების წერას, დანარჩენები ხატავენ ასევე ღრმა ფილოსოფიური შინაარსის ნახატებს, ნაწილი მუსიკალურ ინტრუმეტებს ეუფლება, ნაწილიც ტექნიკაში ერკვევა, რომელთან გამკლავებაც უფროსებს უჭირთ. არიან ისეთებიც, რომლებიც ხელით მკურნალობენ და ა.შ... 21-ე საუკუნის ინდიგო ბავშვებს ადამიანების ახალი ერის დასაწყისადაც მიიჩნევენ. გთავაზობთ ვიდეოს სადაც ნახავთ ინდიგო ბავშვებს, რომლებიც დედამიწაზე თავიანთ მისიაზე საუბრობენ. მათი თქმით: "უფალი ინდიგო ბავშვებს ადამიანების გადასარჩენად, სამყაროს შესაცვლელად და სიკეთის საქმნელად ავლენს" ეს კი დოკუმენტური ფილმი: 1663 4-ს მოსწონს
|