საზოგადოება გივი ხორნაულის მონათხრობი ქისტებსა და ხევსურებზე 28 ნოემბერი, 17:49 ქისტები და ხევსურები უხსოვარი დროიდან მეზობლად ცხოვრობენ, სამწუხაროდ მათ შორის ხშირად ხდებოდა საყოფაცხოვრებო კონფლიქტებიც. რადგან საარსებოდ ნადავლისათვის თარეშობდნენ, მაინც ყოველთვის წინა რიგში იყო ურთიერთპატივისცემა, ვაჟკაცობის დაფასება, ღირსების თაყვანისცემა. მტრობას ყოველთვის ჩრდილავდა მეგობრობა, ძმადნაფიცობა, სტუმართმოყვარეობა. გიგი ხორნაული მოგვითხრობს ნამდვილ ამბავს:
"სანადიროდ წასულ ხევსურ ბიძა-ძმისწულს ხიფათი შეემთხვა: ძმისწულს თოფი გაუვარდა და ბიძას მუხლი გადაუმტვრია. ყინვები იდგა, ადუა ბიძას მარტო ვერ ჩაიყვანდა არხოტში, იქ ასვლასა და მაშველის მოყვანას მხოლოდ მეორე დღეს შეძლებდა, ამას აზრი არ ჰქონდა, ჯამრული ღამე გაიყინებოდა. გამოსავალი ერთი იყო: იქვე, დაბლა, ქისტების აული იყო, მხოლოდ მათ შეეძლოთ დახმარება. მაგრამ აქაც არსებობდა ერთი გადაუჭრელი პრობლემა – არხოტივნებსა და ქისტებს შუა სისხლი იდგა. ადუამ გარისკა და მოსისხლე ქისტების აულში ჩავიდა.
ქისტებმა როცა გაიგეს, რომ სტუმარი არხოტელი იყო, ძალზე გაოცდნენ. არხოტელთაგან დახოცილ ქისტთა საფლავებზე ჯერ ბალახიც არ იყო ამოსული და სოფელში ბედავდა მოსვლას მათი მოსისხლე. ღაზის კარს მომდგარ ქისტებს შეექნათ ბჭობა და ღიჯღიჯი.
ღაზი შინ შეუძღვა ადუას და თან რამდენიმე მეზობელიც შეიპატიჟა. უმასპინძლეს და თბილად ჩააცვეს. სიჩქარე არის საჭირო – განაცხადა ღაზიმ და ცოტა ხნის შემდეგ ღაზი და ადუა მოუძღოდნენ წინ თოფ-იარაღში ჩამჯდარ ათიოდე ქისტს.
ქისტებმა თავიანთი დაუძინებელი მტერი საკაცით აიყვანეს არხოტში და გაკვირვებულ ხევსურებს ჩააბარეს. ამ ვაჟკაცურმა ჟესტმა მოსისხლეებს შორის არსებული მტრობა ლმობიერებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით შეცვალა.
ბერდედულმა სათითაოდ შეათვალიერა თოფ-იარაღში ჩამხდარი აშოლტილი ვაჟკაცები, მათი გარეგნობა და ვაჟკაცური იერი ხიბლავდა კაცის თვალს. წამოდგა, ღაზის მიუახლოვდა, კისერი ჩამოხარა და გადაკოცნა“.
47 შეფასება არ არის
|