x
მეტი
  • 01.12.2024
  • სტატია:138582
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512244
როგორც ნამდვილი "დემოკრატი"-რას ამბობდა პუტინი 1999 წელს(ვიდეო)
image

1999 წელს პრეზიდენტად არჩევამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო გადაცემაში "ტელეხიდი -მოსკოვი-კიევი" ტელეკომპანია ВИД-ზე(Взгляд и Другие), სადაც ახლანდელი გადმოსახედიდან დაუჯერებელ განცხადებას აკეთებს, შთაბეჭდილებას სტოვებს, როგორც მტკიცე დემოკრატი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, არა და პრეზიდენტად მოსვლიდაც სულ ცოტა ხანში იგივე პიროვნება იტყვის "საბჭოთა კავშირის დაშლა ყველაზე დიდი გეოპლიტიკური შეცდომა იყოო"...



კითხვა:ჩვენ არ მოგვწონს, რომ უკრაინას "ნატოში" უნდა შესვლა, ჩვენ გვინდა ყირიმის წართმევა თუ უბრალოდ ჩვენ ვერ მოვილაპარაკეთ ფულზე-გაზი და შაქარი?რაში მდგომარეობს ჩვენი მთავარი პრობლემა უკრაინასთან?


პუტინის პასუხი:პირველი, ჩვენ არ გვინდა ყირიმის წართმევა, ეს არის აბსოლუტური სიბრიყვე, ჩვენ თუ ვინმესთვის რამის წართმევა დავიწყეთ, აუცილებლად ჩვენც რაღაცას წაგვართმევენ, ან რაიმეს დავკარგავთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ისეთი დანაწევრება დაგვეწყება ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, რომელსაც ვერასოდეს გამოვასწორებთ..ჩვენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ოთხასი სადავო ტერიტორია გვაქვს! 400!მე მინდა, რომ ეს ყველამ იცოდეს.ეს პირველი;შაქარი, გაზი ეს მაინც მეორეხარისხოვანია.


მესამე, რაზეც შეიძლება უფრო ვიკამათოთ, მთავარი პრობლემა ჩემი აზრით, ეს არის რუსეთის მძიმე იმპერიული მემკვიდრეობა, ყველას რატოღაც ჰგონია, რომ რუსეთი დარჩა იმპერიად და ახლა ვინც ტაშს უკრავს, გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ, ყველას მიაჩნია, რომ რუსეთი არის იმპერია და დღემდე მიაკუთვნებენ მას, როგორც იმპერიას, მაგრამ ეს უკვე დიდი ხანია ასე აღარ არის".


0
84
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0