x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"SOS !!!!! მათი გვარებიც უნდა დაიდოს!!!!!!!!!"- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი 2025 წლის საგამოცდო პროგრამიდან ქართველი მწერლების მთელი რიგი ნაწარმოებების ამოღებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"SOS !!!!!


არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ გვარები უნდა დაიდოს იმ აგენტურის1 განათლების სისტემაში მყოფი აგენტურის, ვინც მიზანმიმართულად რუსეთის უშიშროების მითითებით (ქართული აგენტურის ხელით) ამოიღო პროგრამიდან, სულხან საბას, ილიას, ვაჟას, აკაკის, ბარათაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის უნიკალური -აღმზრდელობითი შედევრები: სულხან საბას იგავები.... ვაჟას წერილი -კოსმოპილიტიზმი და პატრიოტიზმი, რამ შემქმნა ადამიანად, პოლიკარპე კაკაბაძის -ყვარყვარე თუთაბერი, ბარათაშვილის -ცისა ფერს……...... მოკლედ ხალხნო


აკაკის სულიკო ამოიღეს -აკაკის და

ვარინკა წერეთლის მსოფლიო რომ მღერის-

ს უ ლ ი კ ო……

ვაჟას -ბახტრიონი

ილიას -ბედნიერი ერი,

გურამიშვილის -ქართლის ჭირი

ამოღებულია ასევე, ილიას -აჩრდილი, განდეგილი……

ქართლის ცხოვრებიდან ამოიღეს გამიზნულად უმნიშვნელოვანესი თავები -მონაკვეთები, ამიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არ და ვერ, რადგან მას არ ჰყოფნის, (არ ეყოფოდა განათლება) ამხელა ცოდნა და განათლება არ აქვს, ზუსტად ის ნაწარმოებებია ამოღებული საქართველოს სული რამაც მოიტანა, რა თქმა უნდა რუსეთის უშიშროების ანუ ივანიშვილის ბრძანებაა და იმუშავეს პროფესიონალმა “მექართულე-მოქართულე” მოღალატე აგენტებმა საქართველოს წინააღმდეგ, მათი გვარებიც უნდა დაიდოს!!!!!!!!!


აი რატომ უნდა გამოვიდეთ უთუოდ ქუჩაში და არ დავიღალოთ!!! “რაის "იმისტი და ამისტი?!


ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ი ს ტ ი!!!!!!!!✌️"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების 2025 წლის პროგრამები გამოაქვეყნა. 2024 წლის საგამოცდო პროგრამასთან შედარებით, ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან მრავალი ნაწარმოები იქნა ამოღებული, მათ შორის, სრულად ამოღებულია რამდენიმე მწერლის შემოქმედება - ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, პოლიკარპე კაკაბაძის და პაოლო იაშვილის.







0
149
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
149