x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კონგრესმენი ტეილორ-გრინი:" ბაიდენი ტრამპის მოსვლამდე უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას აპირებს"
image

კონგრესმენი ტეილორ-გრინი: ბაიდენს სურს უკრაინას ბირთვული იარაღი გადასცეს



აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს სურთ უკრაინას ბირთვული იარაღი გადასცენ საპრეზიდენტო ვადის ვადის ამოწურვამდე, ანუ მომავალი წლის 20 იანვარამდე. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა მარჯორი ტეილორ-გრინმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა.


"ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია (...) განიხილავს უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას"


მარჯორი ტეილორ-გრინი წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯორჯიიდან.


მისი თქმით, ასეთი ღონისძიება მიზნად ისახავს შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ხელი შეეშალოს ძალაუფლების გადაცემის დროს. თუმცა, მან არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება.


22 ნოემბერს New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ასევე იტყობინებოდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის მასობრივი განადგურების იარაღის გადაცემას გეგმავს.


აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები და ევროპა განიხილავენ ბირთვულ შეკავებას, როგორც უკრაინის უსაფრთხოების შესაძლო გარანტიას. ამავდროულად, რუსეთის მხრიდან შესაძლო რეაქციის ეშინიათ.


"რამდენიმე ოფიციალურმა პირმა გამოთქვა ვარაუდი რომ აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს შესაძლო აუკრაინას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათგან წაღებული ბირთვული იარაღი უკან დაუბრუნოს. ეს იქნება მყისიერი და უზარმაზარი შემაკავებელი."

The New York Times


რამდენად სიმართლეს შეეფერება ეს ინფორმაცია, უახლოეს მომავალში გავიგებთ.

0
14
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0