სხვა "პირველი შემთხვევაა დედამიწის ზურგზე, როცა ფსიქიატრიულის პაციენტი თავადვე აღიარებს, ვერა ვარ ჩემ მატორზეო"-გელა ზედელაშვილი 27 ნოემბერი, 11:56 მმმუუუუაჰაჰაჰაჰა!
აკი ვამბობდი, ხონის ან გაჩიანის ფსიქიატრიულების პაციენტია-მეთქი?!
რა ფსიქიატრის შეფასება გჭირდება, ქალო? ყველაფერი დიდიხანია ნათელია, შენ სტუდიაში კი არ უნდა ყბედობდე, ზოლიანი ხალათი უნდა გეცვას უკუღმა და პალატაში ბოლთასა სცემდე შენი ბელადივით.
მეგობრებო, ჩვენ ამჟამად საქმე გვაქვს უნიკალურ მოვლენასთან, თუ არ ვცდები, პირველი შემთხვევაა დედამიწის ზურგზე, როცა ფსიქიატრიულის პაციენტი თავადვე აღიარებს, ვერა ვარ ჩემ მატორზეო. როგორც წესი, ეგეთები ვერ გრძნობენ, ან განგებ არ აღიარებენ თავიანთ სულიერ მდგომარეობას და ამიტომაც აცხადებენ, რომ ისინი არიან ნაპოლეონები, მაკედონელები, მიქელანჯელოები, კლეოპატრები და ასე შემდეგ. განა კვესოს არ შეეძლო, საკუთარი თავი კლეოპატრად ან მერლინ მონროდ შეერაცხა და ამის შესახებ ჩვენთვისაც ეცნობებინა? მე თქვენ გეტყვით, ამ ქვეყანაში არავინ დაუდასტურებდა, აი! დაუდასტურებდნენ და ქებით ძირსაც გააგდებინებდნენ, მაგრამ არ იკადრა, მიშარასტების არმია არ მოატყუა!
იმედია, კვესოს სხვებიც მიბაძავენ და ისინიც აღიარებენ, რომ გაჩიანისა და ხონის ფსიქიატრიულების პაციენტები არიან და არა ნაპოლეონები და მაკედონელები. აი, ამაზე ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, უახლოეს ხანში ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევაო.
ჰმ... დაერქმევა კი არა, ყველა თავის სახელს თვითონვე დაირქმევს!"-წერს გელა ზედელაშვილი.
678 2-ს მოსწონს
|