საზოგადოება "ბიძინას ზარს ელოდება, ცვეტში ვიცი" - ვისზე საუბრობს ელისო კილაძე 27 ნოემბერი, 10:52 ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:"Позвони, мне Позвони, -გახარია ბიძინას ზარს ელოდებაცვეტში ვიცი, არ დაურეკავს, მიშაზე მეტად ვერ იტანსღამურას ბედი ელის-არც მიწის იქნება და არც ცისაძლიერი საქართველო და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს დღეს მიმართავს!გახარია დარჩა ოცნებასთან პირისპირ, ერთი ერთზე!რას აპირებს?"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია კვლავ იმეორებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაციას არ შესძენს. მისი თქმით, საპარლამენტო სიების გაუქმების გადაწყვეტილებაზე ვერავინ მოახდენს გავლენას.ცესკომ „კოალიციას ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ძლიერ საქართველოს“ მოთხოვნის საფუძველზე საარჩევნო სიები გაუუქმა. ეს არ ნიშნავს იმ დეპუტატების მანდატების გაუქმებას, რომელთა უფლებამოსილებაც 25 ნოემბერს ცნო პარლამენტმა. ამისთვის საჭიროა თითოეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განცხადებით მიმართოს პარლამენტს, შემდეგ კი მოთხოვნა დააკმაყოფილოს საპარლამენტო უმრავლესობამ.ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა. შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.261 შეფასება არ არის |