x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს იქნებოდა სწორი სურათი და ის “იდილიური ტკბობაც” ჩაუმწარდებოდა ბიძინას“ - რას წერს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმის შესახებ საუბრობს თუ რა უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას საქართველოს მე-11 პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების დროს საპროტესტო მუხტის კიდევ უფრო გასაზრდელად:


"მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას, თუ როგორ უნდა შემდგარიყო დღევანდელი დღე.

იმისათვის, რომ ოპოზიციამ მოახერხოს პროტესტის კაპიტალიზაცია, საჭიროა ადამიანებმა ისინი იხილონ ბრძოლის წინა ხაზზე, თავდადებულად მებრძოლი.

როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება?

უნდა შესულიყვნენ სასესიო დარბაზში და მოეწყოთ ობსტრუქცია. ხმაურიანად გაეპროტესტებინათ სესიის ჩატარება, გაეპროტესტებინათ მათი უფლებამოსილების ცნობა, გაეპროტესტებინათ უკანონო დანიშვნები. გაეკეთებინათ ტრიბუნასთან ჯაჭვი და ეცადათ, არ მიეშვათ არავინ.

გამოყრიდნენ ძალადობით?

ზუსტად ეს იქნებოდა სურათი, რომელიც დღევანდელ დღეს სჭირდებოდა.

ვითარების აბსურდულობას ისიც გაუსვამდა ხაზს, რომ დარბაზიდან ძალადობით გამოყვანის შემდეგ მათ უფლებამოსილებას უყრიდნენ კენჭს.

ეს იქნებოდა სწორი სურათი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ის “იდილიური ტკბობაც” ჩაუმწარდებოდა ბიძინას.

გარეთ კი ხალხი დარწმუნდებოდა, რომ ეს ხალხი ნამდვილად მზად არის სერიოზული ბრძოლისთვის და მათი რაოდენობა ერთი რიგით გაიზრდებოდა…

ლიდერი რომ გახდე, პირველ რიგში შენ თვითონ უნდა ირწმუნო, რომ ეს შეგიძლია და უნდა იმოქმედო…"- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.








0
265
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
265