ვერტმფრენით ევაკუაციისას კურიოზული, მაგრამ ჯანმრთელობისათვის საშიში სიტუაციის გამო ქალს 450 000 დოლარი გადაუხადეს საკომპენსაციოდ
დღეს, 18:35
კურიოზებს რა დალევს დედამიწაზე, მაგრამ ხშირად ხდება კუიოზები, რომელიც განსაკუთრებულია მისი ფორმის და მნიშვნელობის გამო, სხვისი ჯანმრთელობის უნებურად დაზიანების გამო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრია ტურისტული მარშუტი, ერთერთი ასეთი ცნობილი მარშუტია არიზონას შტატში, სადაც ნახევარუდაბნოში გადის საცალფეხო ბილიკი, რომელიც გორაკების გავლით მიემართება ტურისტებისთვის საინტერესო ადგილებისაკენ. სწორედ ასეთ ბილიკზე ფეხი დაუსხლტდა და სახით ძირს დაეცა 74 წლის მოხუცი ქალბატონი, რომელმაც დაცემისას ცხვირი მოიტეხა, რამაც სისხდენა გამოიწვია. გამოძახებულმა სამაშველო სამსახურმა ადგილეზევე გაუწია დახმარება და სისხლდენა შეუჩერეს, შემდეგ კი ვერტმფრენზიდან ჯალამბრზე ჩამოკიდებულ საკაცეზე დააწვინეს, თუმცა შეცდომა დაუშვეს და პაციენტი საკაცეზე შეკრეს არა სპეციალური შესაკრავებიანი სამაშველო "ტომრით", არამედ სხვა დანიშნულებით გამოსაყენებლით. სწორედ ამის გამო, როგორც კი დაიწყო ვერტმფრენმა მაღლა აწევა და ჯალამბრით გვარლის დახვევა, საკაცემ რომელზეც 74 წლის დაზარალებული იწვა, ვერტმფრენის ხრახნის ფრთების მიერ წარმოქმნილმა ჰაერის მძლავრმა ნაკადმა საკაცეს ტრიალი დააწყებინა, ჯერ ნელა, მაგრამ ნელნელა ტრიალის ინტენსიურობამ იმატა და წუთში 200 ბრუნს მიაღწია. სწორედ ასეთ ბრუნზე ავარჯიშებენ ასტრონავტებს ცენტრიფუგაში. მოგვიანებით დაზარალებულმა ქალბატონმა სამაშველო სამსახურს უჩივლა და კომპენსაციის სახით 2 მილიონი დოლარი მოითხოვა. სასამართლომ განიხილა დაზარალებულის საჩივარი და სამაშველო სამსახურს დააკისრა დაზარალებულისათვის 2 მილიონის არა, მაგრამ 450 000 დოლარის გადახდა.