x
ფრიდა
image ფრიდა კალო- მექსიკელი ფერმწერი, რომელლიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა. ეს ქალბატონი თავის ნამუშევრებთან ერთად არატრადიციული შესახედაობით და ძლიერი ბუნებითაც გამოირჩეოდა.

როდესაც ფრიდას ავტოპორტრეტები ვნახე(მხოლოდ ინტერნეტში სამწუხაროდ) დავინტერესდი მისი ბიოგრაფიით და გადავწყვიტე ცოტა რამ თქვენთვისაც გამეზიარებინა.

აღმოჩნდა, რომ კალოს საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა.

ყველაზე საშინელი ფაქტი კი მის ცხოვრებაში 1925 წელს მოხდა. ტრამვაის და ავტობუსის შეჯახებისას, რომელშიც ფრიდა კალო იჯდა, მას რკინის ხელსაჭიდმა მილმა ხერხემალი გაუტეხა და საშოში გაუარა. ამ ჭრილობას საბედნიეროდ ფერწერი გადაურჩა, მაგრამ წარმოიდგინეთ როგორ გაუმწარებდა მთელ ცხოვრებას ტკივილები.გარდა ამისა ფრიდას მარცხენა ფეხი უფრო სუსტი ქონია ვიდრე მარჯვენა.


დამეთანხმებით ალბათ, თუ როგორი ძლიერი უნდა იყოს პიროვნება, რომ ამ ყველაფრის შემდეგ შეძლო არა უბრალოდ ცხოვრების გაგრძელება, არამედ იქცე ფემინისტური კულტის ფიგურად მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულებში. image

მის ნამუშევრებში მრავლადაა ავტოპორტრეტები, სადაც იგი ხაზს უსვამს თავის გადაბმულ წარბებს და ულვაშებს.

ფრიდა კალოს არც პირადი ცხოვრება ქონია იდეალური, იგი დაქორწინებული იყო მექსიკელ მხატვარ დიეგო რივერაზე, რომელიც 3-ჯერ მეტს იწონიდა ფრიდაზე. მათი უთანხმოებები ფიზიკურ შეურაწყოფაშიც გადადიოდა. კალო ამბობდა, რომ მან ორი უბედურება გადაიტანა ერთი ავტობუსში, მეორე კი დიეგო რივერა იყო.

სწორედ ფრიდას სახლში იქნა მოკლული 1940 წელს ლევ ტროცკი, ამბობდნენ, რომ ისინი საყვარლები იყვნენ.image


და ბოლოს ფრიდა კალოზე გადაღებულია რამდენიმე ფილმი, ერთ-ერთში, სახელწოდებით "ფრიდა, " სელმა ჰაიეკი თამაშობს მთავარ როლს.



ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ არ ვიცი თქვენ რა განწყობა დაგეუფლებათ, მაგრამ ჩემი აზრით ფრიდა კალო სუსტი სქესის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია.

4
63
5-ს მოსწონს
ავტორი:kancleri
kancleri
63
  
2013, 5 აპრილი, 3:14
მზიმე გზა გაუვლია არა ფრიდას არამედ ტრუბას :D:D:D
2012, 25 დეკემბერი, 12:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 4 ნოემბერი, 23:59
+++++++++++++++++
2012, 24 ოქტომბერი, 17:16
++++++++
0 1 4