სხვა როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე? 2012, 13 სექტემბერი, 13:41 ალბათ ბევრი თქვენგანი ყოფილა სამასახურის დაწყების მიზნით გასაუბრებაზე.ბევრი თქვენგანიც უკმაყოფილო დარჩენილა ამ გასაუბრების შედეგით. ყოველ დღე ელოდები დაპირებულ ზარს, რომელიც გახარებთ რომ თქვენ უკვე სამსახური გაქვთ და აღარ მოგიწევთ კვლავ და კვლავ ერთი და იგივეს მოყოლა სხვა და სხვა გამომცდელებთან.
როგორ უნდა მოიქცეთ რომ გასაუბრების შემდეგ ამა თუ იმ დაწესებულებამ თქვენზე შეაჩეროს არჩევანი, კონკურენცია ხომ ასეთი მაღალია.
პირველ რიგში გასაუბრებაზე გასვლისას ხაზი გაუსვით თქვენ პროფესიონალიზმს ჩაცმულობით. ჩაიცვით სადად და ამავე დროს ელეგანტურად. გოგონებს განსაკუთრებით სიფრთხილე მართებთ ამ საკითხში. არ არის რეკომენდირებული გასაუბრებაზე "შპილკა" ქუსლებით ან დეკოლტით გამოცხადება, ასევე გოგონებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მაკიჟს და ვარცხნილობას. მაკიაჟი არ უნდა იყოს მკვეთრი, რაც შეეხება ვარცხნილობას უმჯობესია თმა გქონდეთ შეკრული.
მიესალმეთ გამომცდელებს კეთილგანწყობილი სახით, ანუ ღიმილით. გახსოვდეთ ჭეშმარიტი ღიმილი ეს თვალებით ღიმილია. ისაუბრეთ მკაფიოდ, გასაგებად, გაშლილი ხელებით, ეს გულწრფელობის მაჩვენებელია. შეინარჩუნეთ სახის მშვიდი და ნეიტრალური ფორმა. ბოლოს მადლობა გადაუხადეთ გამომცდელებს ( ძვირფასი დრო რომ დაგითმეს) და დაემშვიდობეთ ისევ კეთილგანწყობით.
იმედია ამ ყველაფრის შემდეგ დადებით შეფასებას მოიპოვებთ და სანატრელი ზარის ხმასაც გაიგებთ. 299 14-ს მოსწონს
|