ფსიქოლოგია ფრთხილად! ხელოვნური საკვები, რომელიც ჩინეთიდან შემოდის 29 ნოემბერი, 11:10 ალბათ, ყველა ჩვენგანი შეეჩვია ფაქტს, რომ ჩინეთი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი მწარმოებელი და ის ყოველ წელს, უფრო ზრდის მის იმპერიას და ბაზარზე წილის მეტ და მეტ პროცენტს იძენს. და, ვინაიდან ჩინური პროდუქცია უფრო იაფია, ვიდრე სხვა იმპორტირებული თუ შიდა, მოქალაქეების უმეტესი ნაწილი სწორედ მას მოიხმარს.
მაგრამ, მოდით ვნახოთ, ჩინეთიდან შემოტანილი პროდუქტების გარკვეული და შეიძლება ითქვას, რომ სურსათის და პროდუქტის უმეტესი ნაწილი, სინამდვილეში თუ რას წარმოადგენს. 1. თევზი ტილაპია. მიუხედავად იმისა, რომ ეს თევზი საუკუნეებია საჭმელად გამოიყენება და გემრიელია, დღეს ნამდვილად ღირს იმის გათვალისწინება, რომ საერთოდ არ მივირთვათ. შეიძლება ითქვას, რომ ის უპრეცედენტოა და შეუძლია იცხოვროს და გადარჩეს ძალიან დაბინძურებულ და მომწამვლელ გარემოშიც. ამიტომ, თევზაობისა და შემდოგმი საფეხურების დროს, მანამ ის საბაზრო დახლზე აღმოჩნდება, საიდანაც ჩვენ ვიყიდით, არ გადის არანაირ სანიტარულ და ჰიგიენურ პროცესებს. მის კანში კი გროვდება უამრავი ტოქსინი, იმის გამო, რა გარემოშიც უწევს გაზრდა. მათი მირთმევისას კი ბუნებრივია, ეს ტოქსინები ჩვენს ორგანიზმში ხვდება. 2. ბრინჯი. როგორც ვიცით, ჩინეთის მთავარი პროდუქტი ბრინჯია. საუკუნეებია ბრინჯის ტერასების კულტივაცია და ბრინჯის საკვებად მირთმევა, მათი ტრადიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მაშ, რაღატომ უნდა გვეშინოდეს ჩინური ბრინჯის? ჩინელებმა რამდენიმე წელია დაიწყეს ხელოვნური ბრინჯის წარმოება. მათ ამზადებენ სახამებლისგან და ფორმის მისაცემად პლასტმასის მასას უმატებენ. ხელოვნური, ე, წ პლასტმასის ბრინჯი გაცილებით იაფია, ვიდრე ნამდვილი და ყიდვისას ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყალბი ბრინჯის მარცვლები იდეალურად სუფთა და ერთნაირია, რაც ბუნებრივის შემთხვევაში გამორიცხულია. 3. ძროხის ხელოვნური ხორცი. მიუხედავად იმისა, რომ ხორცპროდუქტები, რომლებიც ჩინეთიდან იქნება შემოტანილი, ჩვენს დახლებზე იშვიათად გვხდება, თუ შეგხვდება, აუცილებლად ყალბი "ძროხის". რას ნიშნავს "ყალბი ძროხა"? მას ამზადებენ არა სინთეზური ნივთიერებებისგან, არამედ ღორის ხორცისგან. ვინაიდან ჩინეთში ღორის ხორცის ფასი ძროხისაზე ნახევარჯერ ნაკლებია, ჩინელები სწორედ ღორის ხორცს იყენებენ, მარინირებას უკეთებენ რამდენიმე საათით და გამოყავთ სპეციალურ პასტაში, შემდეგ უშვებენ გაყიდვაში, როგორც ძროხის ხორცი. 4. შავი პილპილი. მსოფლიო აღტაცებაშია! ჩინეთიდან შემოსულ პილპილში, პილპილის ნასახს საერთოდ ვერ ნახავთ, ის სინამდვილეში მიწა და გარკვეული გემოს ემულგატორებია. მსგავსი მეთოდით არამარტო ჩინეთში, უკვე სხვა ქვეყნებმა იწყო ამ პროდუქტის წარმოება. ამიტომ, უმჯობესია თუ დაფქული პილპილის ნაცვლად მარცვლებს იყიდით და სახლში თავად დაფქვავთ. 5. კვერცხი. კვერცხის ქარხნული მეთოდით წარმოებაში, ჩინეთს ბადალი არ ჰყავს. ცილას და კვერცხის გულს ამზადებენ ქიმიური ნივთიერებებითა და მათში ჟელატინის დამატებით. ხელოვნური კვერცხის გული ცილას რომ არ შეერიოს, მას ამუშავებენ კალიუმის კარბონატით. ასე რომ ვთქვათ, გარში მზადდება პარაფინისა და თაბაშირის შერევით. 6. კრევეტები. იმის გამო, რომ კრევეტები საკმაოდ ძვირი და სასარგებლო პროდუქტია, თაღლითებს უფრო უბიძგებს მეტი ფულის მარტივი გზით გამომუშავებისკენ. ჩინელებმა ამ ელიტარული დელიკატესის გაყალბებაც დაიწყეს. გაყალბების მრავალი გზა არსებობს - აძლევენ წითელ შეფერილობას; რბილობის ნახევარს იღებენ და ნიჟარებში წყალს ასხავენ და ყინავენ და გაყინული კრევეტების ყიდვის შემთხვევაში, ძნელია აღმოფხვრათ მისი არა სიყალბე, სინამდვილეში კი სამმაგის გადახდა გვიწევს. 7. მწვანე ბარდა. ჩინურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც გააშუქეს ფაქტი, რომ ერთ-ერთი ქარხანა, სადაც ხელოვნური მწვანე ბარდა მზადდებოდა, სააშკროზე გამოიტანეს. როგორც აღმოჩნდა, ქარხანა აწარმოებდა სოიოს ფქვილისგან დამზადებულ ბარდას, რომელსაც საღებავით, მწვანედ ღებავდა. 901 4-ს მოსწონს
|