x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512198
საინტერესო არტეფაქტები, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის

image


შორეული წარსულიდან, ჩვენამდე, უძველესი ცივილიზაციების ოსტატების არაერთმა ნამუშევარმა მოაღწია... და ამ წარმოუდგენელ ხელოვნების ნიმუშებს ადვილად გადავყავართ შორეულ საუკუნეებში და წარსულში ჩახდებისთვის ფანჯარას გვიხსნიან.

აქ 12 არტეფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც არასოდეს შეწყვეტს კაცობრიობის გაოცებას:


1. რომაული ბეჭედი ჰოლოგრამის ეფექტით. აღმოჩენილია დიდგვაროვანი ქალის აებუტი კვარტას სამარხში. ითვლება, რომ ბეჭედზე მისი ვაჟი პორტრეტია გამოსახული, რომელიც 18 წლის ასაკში გარდაიცვალა (I ს. რომის გარეუბანი)
image


2. ძველ რომში, გზის ფილებს შორის, თეთრი ქვები იყო ჩამონტაჟებული, რომლებიც მთვარის შუქს აირეკლავდა. ეს ქვები ქუჩის განათების ფუნქციას ასრულებდა. ფოტოზე ნაჩვენებია გზა პომპეიში.
image


3. ქსოვილის საშვილოსნო, რომელიც ფრანგმა ბებიაქალმა ანჟელიკა დუ კუდმა შექმნა. მას მეფემ ლუი XV დაავალა, რომ ახალშობილთა მაღალ სიკვდილიანობასთან, რამენაირად ებრძოლა.
image


1760 – 1783 წწ. ქვეყნის მთავარი ბებიაქალი, საფრანგეთის რეგიონებში დადიოდა და ქალებს ლექციებს უტარებდა. დუ კუდმა, პრაქტიკული მეცადინეობისთვის, ასევე შექმნა ნატურალური ზომის სამეანო მანეკენი და მეანობის სახელმძღვანელოც დაწერა.


4. ბრინჯაოს თუშფალანგი (I ს. პომპეი, იტალია)
image


5. ბეჭედი, სპილოს ძვლისგან დამზადებული, ჯვარცმის მინიატიურული სცენით (1620 წ. დამზადებულია საფრანგეთში, ან ესპანეთში)
image


6. გამოყენებითი გეომეტრია, თიხის ფირფიტაზე (ძვ. წ. აღრ. 1700 წ.)
image


7. ჭადრაკის ფიგურები მწერების სახით, დამზადებულია აბანოზის (შავი ხე) და სპილოს ძვლისგან (1790 წ. იტალია)
image


8. ნიღაბი, მზის პირამიდიდან (ძვ. წ. აღრ. I ს. ტეოტიუაკანი, მექსიკა)
image


10. ჰერაკლეონი – ქალაქი და პორტი ძველ ეგვიპტეში, ძვ. წ. აღრ. I საუკუნეში, მიწისძვრის შედეგად, ზღვაში გაუჩინარდა.
image


უძველესი ქალაქი ფრანგმა არქეოლოგმა ფრანკ გოდომ აღმოაჩინა. მეცნიერებმა მისი სახელი შავი გრანიტის ფილაზე ამოიკითხეს. იქვე ნახეს ჩაძირული გემების, ტაძრების, შენობების ნაშთები და ყოფილი მოსახლეობის უამრავი პირადი და საყოფაცხოვრებო ნივთი.


10. იოჰან სებასტიან ბახის ხელნაწერი ასლი, მესა სი-მინორი. ინახება ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო ძეგლების რეესტრში
image


11. მანგუსტის ქანდაკება ძველი ეგვიპტიდან
image


მანგუსტის თაყვანს ჰელიოპოლისში სცემდნენ. ის მათთვის, ღმერთ რას განასახიერებდა. ლეგენდის თანახმად, რამ მანგუსტის სახე მიიღო, რომ ბოროტი გველი აპოფიზი მოეკლა. ბრინჯაოში ჩამოსხმული მანგუსტის ფიგურა, არაერთ სამარხშია აღმოჩენილი. ხშირ შემთხვევაში, მანგუსტის ქანდაკების თავზე, მზის დისკია გამოსახული, როგორც მზის ღმერთის სიმბოლო.


12. მამონტის ეშვიდან გამოჭრილი დომბას ფიგურა. მისი სავარაუდო ასაკი 20 000 წელია
image


გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* "ღმერთი ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია" – ვოლფ მესინგი

* ჩვენ კაცობრიობის მეხუთე ვერსია ვართ...

* შხამი ჭიქაში – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
330
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0