ფოტოგრაფია მთელი სამყარო სცენაა: მოცეკვავეების დინამიური ფოტოები ქუჩებსა და სანაპიროებზე ანა ულმანისგან 24 ნოემბერი, 19:02 მთელი მსოფლიო თეატრია, ხოლო ქუჩები - სცენა! ესპანელი ფოტოგრაფი ანა ულმანი (Anna Ulman) აღბეჭდავს ცეკვის ბრწყინვალე ემოციურობას თავის ნამუშევრებში, რომელიც ენერგიით და სინათლით სავსეა.
ანა ულმანი ცხოვრობს ესპანეთის ქალაქ მარბელიაში და ოსტატურად იყენებს მომხიბვლელ ქვაფენილით მოფენილ ქუჩებს და სანაპირო ზოლს იდეალურ ფონად და შთაგონების წყაროდ თავისი მოდელების მოძრაობისთვის. ზოგჯერ მის კადრებში მოცეკვავეები ერწყმიან ქალაქის გარემოს და ასრულებენ თავიანთ დახვეწილ მოძრაობებს ჩვეულებრივ ქუჩის სამოსში. სხვა დროს საცურაო კოსტიუმს და პუანტს იცვამენ და ზღვის სანაპიროზე მიდიან. ქვიშა თამაშობს პარტნიორის როლს ცეკვაში, ხაზს უსვამს მოძრაობის დახვეწილობას და დინამიზმს. ულმანი ამბობს, რომ მოცეკვავეების გადაღებაში განსაკუთრებულ შთაგონებას პოულობს. ერთ დღეს ინტერნეტში ნახა შუა ქუჩაში მოცეკვავე ბალერინას ფოტო. ანა იმდენად შეყვარებული იყო ქუჩის ბალეტის ესთეტიკით, რომ მიხვდა: ფოტოგრაფია და ცეკვა ერთმანეთისთვის შექმნილია. ფოტოგრაფი თვლის, რომ ასეთი გადაღებისას მნიშვნელოვანია დაგეგმვა და ყველაფრის დეტალებამდე გათვლა, მაგრამ ყოველთვის რჩევა შემთხვევითობის და სპონტანურობის ადგილი. ასევე დაგაინტერესებთ: ტონი ვაკაროს განსაცვიფრებელი ვინტაჟური ფოტოები, გადაღებული 1950-60-იან წლებში ქუჩის ფოტოგრაფიის შედევრები: რეალური ცხოვრება თითოეულ კადრში ბოდუენის „75 პარიზელი ქალი“: როგორ ცხოვრობენ პარიზის თანამედროვე მაცხოვრებლები ცეკვის მაგია: ტანმოვარჯიშეების და მოცეკვავეების ფოტოების შესანიშნავი სერია ფრანგი ფოტოგრაფისგან გოგონები და წყლის შთამნთქმელი სტიქია ნილ კრეივერისგან 344 შეფასება არ არის |