რელიგია ვახტანგ მეექვსის სახარება 2024, 23 ნოემბერი, 12:13 ![]() "სადიდებლად წმიდისა სამებისა. მე გვარტომობით. ძირმოდგმობით დავითიანმან. ძის ძემან სახელ განთქმული მეფის ვახტანგისამან. ძმისწულმან ქებული მეფის არჩილისამან და დიდად სახელოვნის ქართველთა მეფისა გიორგისამან. და ძემან დიდად პატიოსნისა ლევანისგან. და განმგებელმან ქართლისამან. ბატონიშვილმან ვახტანგ მოვიყვანე მესტამბე ვლახეთით. და გავუკეთე სტამბა სახსლოვრად სულთა წინათქმათა მეფეთასა. და მამისა და დედისა ჩემისა. სალხინებლად სულსა ჩემისა და მეუღლისა ჩემისა ჩერქეზის ბატონის ასულის რუსუდანისა და ძეთა და ასულთა ჩემთა აღსაზრდელდ." "ყოველთა მკითხველთა გიხაროდენ პირველად მიზეზსა უცხოსა ამის საქმისა. და რამეთუ ღმრთისათა უცხონელად შემასრულებელსა სტამბასა ამის სამკვიდრებელას თქუენსა. იქმნა კურთხევით ხსენებული. განათლებული და თვით პატრონი ვახტანგ: ღმრთის მოყვარენო და ყოვლად შვენიერნო მკვიდრნო საქართველოსანო ხოლო ყოველივე საქმენი რაოდენნი იხილვებიან ასონი ორღანონი. და ყოველნი სახმარნი სტამბისა დაწყებით სრულყოფამდე. მოქმედი და წინა მძღომელი მე ვარ უნდო მონა თქუენი.უწინარეს ყოვლისა დავბეჭდეთ ესე საღმრთო და სამღვდელო წმიდა სახარება. სიმდაბლით გევედრები თქვენთა ყოველთა დიდთა და მცირეთა. უკეთუ ცდომილა რაიმე იხილონ სიტყვა ანუ ასო ნუ გამქირდავთ. რამეთუ უცხო ვიყო ქუეყნისა ამის . და უსმენელი სიტყვათა თქუენთა. და რომელნი ჩემნი მოწაფე იყვნენ ეგრეთვე გამოუცდელნი საქმისა ამის ჩემისა. ვითარცა მე ვიყავ ქართლის უნახავი. ეგრეთვე ჩემნი მოწაფენი სტამბისა. გლოცავ თქუენ შემინდევით სულიერითა სიყვარულითა. რამეთუ თქვენცა მოგიტევნეს უფალმან. რამეთუ ბრძანებს: მიუტევეთ და მოგეტევნეს თქუენ." ![]() ![]() 18 1-ს მოსწონს
|