x
image
ზაზა ბულია
ნიკოლო მაკიაველი - "მთავარი"
ნიკოლო მაკიაველი

ნიკოლო მაკიაველის "მთავარი" დაიწერა 1513 წელს, მაგრამ გამოქვეყნდა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ. წიგნი არაერთხელ აკრძალეს და მრავალჯერ დაწვეს კიდეც.

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ამ წიგნის წერის პერიოდში მაკიაველი ფლორენციიდან გაძევებულია. ამიტომაც უგზავნის ის ამ წიგნს ფლორენციის მთავრებს, მედიჩებს, რათა მათი კეთილგანწყობა მოიპოვოს და კვლავ დაუბრუნდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

მაკიაველიმ წიგნში სახელმწიფო გამოყო ეკლესიისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ეკლესიას დაუპირისპირდა. პირიქით, ის ამბობდა რომ კარგია გწამდეს, მაგრამ თუ პოლიტიკაში მოსვლას და ძალაუფლების შენარჩუნებას აპირებ ყოველთვის მორალური ვერ იქნები. მან სამთავროს გამოაცალა ის მორალური საფუძვლები, რომლებითაც ეკლესია ბოჭავდა მას და მისცა კარტ-ბლანში.


მაკიაველის აზრით, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ადამიანებს შეეძლოთ ისე ქცევა და ცხოვრება, როგორც ამას სარწმუნოება მოითხოვს, მაგრამ უბედურება ისაა რომ ადამიანებს ეს არ შეუძლიათ და ვერც შეძლებენ. ამიტომ თუ გვსურს წარმატების მიღწევა პოლიტიკურ ასპარეზზე არ უნდა ვეცადოთ ამქვეყნად მარადიული სამართლიანობის დამყარებას სამართლიანი ხერხებით - უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ჩვენმა მოქმედებამ წარმატება მოგვიტანოს. ამის მიზეზი მარტივია : ადამიანები არიან ისეთები, როგორებიც არიან და ვერასდროს იქნებიან ისეთები, როგორც ამას ეკლესია მოითხოვს.

წიგნში ჩნდება ორი მთავარი ტერმინი, რომლებსაც საუკუნეების შემდეგ დაარქმევენ სახელებს. ესენია: სეკულარიზმი და პრაგმატიზმი. სეკულარიზმი მკიაველისთან ნიშნავს სახელმწიფოს გამიჯვნას ეკლესიისაგან, მაგრამ ის ასევე შეიძლება გავიგოთ, როგორც ანტიკლერიკალიზმი, ათეიზმი, ან ნატურალიზმი. პრაგმატიზმი ობიექტურად ჭეშმარიტის ნაცვლად პრაქტიკულად სასარგებლოს კეთებას ნიშნავს. პრაგმატიზმი პირველად მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ჩარლზ პირსმა განასხვავა.

"მთავარი"

პოლიტიკური თავისუფლება მხოლოდ რესპუბლიკას ეხება. მაკიაველი წიგნში არ საუბრობს რესპუბლიკაზე, ამიტომაც არ გვხვდება წიგნში მოქალაქის მცნება. აქ არის მხოლოდ ხალხი.

ხელმწიფეს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად სჭირდება სიქველე, იღბალი და ხალხის კეთილგანწყობა. თუ ეს უკანასკმნელი მას არ გააჩნია უწევს სიბოროტით ქმედება.













0
157
1-ს მოსწონს
ავტორი:ზაზა ბულია
ზაზა ბულია
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0