ტექნოლოგიური სიახლეები როგორ გამოიყურება მიწისქვეშა ბირთვული აპოკალიფსისგან დამცავი მდიდრული ბუნკერი(ფოტო+ვიდეო) 22 ნოემბერი, 16:57 აშშ-ში კერძოდ კანზასში, ველის შუაგულში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მდიდრული და შთამბეჭდავი ბირთვული ბუნკერი, სახელწოდებით Survival Condo, რომელიც ადრე საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის შახტა იყო. სანამ თავშესაფარში შეხვალთ, თქვენ უნდა გაიაროთ რვა ტონიანი ფოლადის კარი, ჩახვიდეთ 60 მეტრის სიღრმეზე და აღმოჩნდეთ 15 სართულიან მიწისქვეშა შენობაში, რომელშიც ყველანაირი კომფორტი შეგხვდებათ. სარაკეტო შახტა Raven Ridge 11 შეიძინეს 2008 წელს 300 000 დოლარად. 2012 წლისთვის "რემონტის" შემდეგ იგი გადაიქცა ბუნკერად მინუს 15 სართულით აქ აარის ტილაპიასთვის აქვა კომპლექსი, ბოსტნები, სასურსათო მაღაზია, საცურაო აუზი, თეატრი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, საუნა, ორთქლის აბანო., ციხის საკანი, კლდე აცოცებისთვის, ბარი, სამწლიანი საკვების მარაგი და 12 ბინა 75 ადამიანზე. პროექტი, რომელსაც ეკუთვნის არაკომერციული ორგანიზაცია Raven Ridge of Kansas Site 11, Inc., 20 მილიონი დოლარი დაჯდა. ობიექტს ასევე აქვს ასევე ტირი, იარაღის სამი საწყობი, დეზაქტივაციის ოთახი, ვულკანური ფერფლის გასაფანტი აპარატურა, წყლის ფილტრაცია და დისტანციური მართვის სნაიპერული შაშხანა, რომელიც დაწესებულების სახურავზე დგას ბუნკერის დასაცავად. ასევე არის ორი ჯავშანმანქანა, მათ შორის Pit-Bull VX ტაქტიკური სატვირთო მანქანა. გარდა ამისა, არის მცირე ზომის ბინები მომსახურე პერსონალის დაუზუსტებელი რაოდენობით. აპოკალიფსისგან გადარჩენა საკმაოდ ძვირი ჯდება, ბინები 3 მილიონ დოლარად იყიდება. 153 3-ს მოსწონს
|