x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138964
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ლობიოს გუფთა
imageმასალად საჭიროა:

ლობიო – 600 გრ

ხახვი – 100 გრ

ბრინჯი – 2 სუფრის კოვზი


ზეთი – 1/2 ჩაის ჭიქა

დაფნის ფოთოლი – 3 ცალი

შავი პილპილი – 1 ჩ/კ

ქინძი – 2 სუფრის კოვზი

მარილი – გემოვნების მიხედვით

ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივათ. წყალი გადავწუროთ, ლობიოს მარცვლები კი ამოვლესოთ. შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 2კოვზი უმი, მაგრამ დანაყილი ბრინჯი. კოვზით ავურიოთ. ავიღოთ თითო კოვზი ამგვარად მომზადებული მასა და შევახვიოთ მდუღარეში ამოვლებულ კომბოსტოს ფოთლებში. ჩავაწყოთ ქვაბში ან დავაწყოთ ტაფაზე, ზედ დავასხათ 1/2 ჭიქა ზეთი და მოვშუშოთ. ზემოდან დავაწყოთ 3ცალი დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ დანაყილი შავი პილპილი და მოვასხათ თავისივე ნახარში წვენი. ვადუღოთ 15–20წუთის განმავლობაში. ბოლოს გადავიტანოთ თეფშზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი. შეიძლება ცოტა ძმარიც მოვასხუროთ.





0
2131
3-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
2131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0