x
მეტი
  • 03.09.2024
  • სტატია:136839
  • ვიდეო:351960
  • სურათი:511028
მეორე ტაიმში "ბრაგას" "წითელმა ეშმაკებმა" ჯოჯოხეთი მოუწყეს
image პირველი წუთებიდანვე "ბრაგამ" აქტიურად დაიწო შეხვედრა და უკვე მეორე წუთზე "მანჩესტერის" კარის სიახლოვეს მარცხენა ფლანგზე გათამაშებული კომბინაციის შემდეგ უგუ ვიანას მიერ საჯარიმოში ჩამოწოდებულ ბურთზე ალანმა "მანჩესტერის" ცენტრალურ მცველებს აჯობა და თავური დარტყმით დე ხეას შანსი არ დაუტოვა.

ამის შემდეგ ინგლისელებმა მალევე სცადეს სიტუაციის სათავისოდ შემობრუნებას, მაგრამ ორივე გუნდს თითქმის თანაბრად შეექმნათ საგოლე მომენტები.

საერთო ჯამში ფერდინანდის გარეშე მოასპარეზე "მანჩესტერს" აშკარად შეეტყო, რომ დაცვით ხაზში აშკარა პრობლემები ჰქონდა. მეოცე წუთზე ისევ მარცხენა ფლანგიდან პორტუგალიელმა ედერმა სწრაფი მობრუნებით ლამაზი ფინტი გაუკეთა მაიკლ ქერიკს და ადვილად გასცდა. საჯარიმოში შევიდა, ცენტრში გადაცემა გაუკეთა ალანს, რომელმაც მეკარისაგან ახლო კუთხეში დაარტყა და თავის ანგარიშზე დუბლი ჩაიწერა ამ შეხვედრაში.

რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი "წითელი ეშმაკები" უფრო მეტად ცდილობდნენ თავისი ძლიერი მხარეების გამოყენებას და პირველივე ტაიმში გოლის გატანას.


ოცდამეხუთე წუთზე მარცხენა ფლანგზე ვან პერსიმ შესანიშნავი ფინტით ორი მოწინააღმდეგე მოატყუა, ბურთი კარაგვას დარჩა, მანაც საჯარიმოში ზუსტი გადაცემა გაუკეთა ჩიჩარიტოს და ამ უკანასკნელმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით პირველ ტაიმში ერთი ბურთი გაქვითა.

"მანჩესტერი" მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ცდილობდა თავისი შემტევი ხაზის და კომბინაციური თამაშის ხარჯზე სათამაშო უპირატესობისა და ანგარიშის გაზრდას. ამ გამუდმებული შეტევების შედეგად 62-ე წუთზე ვან პერსის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ჯონი ევანსმა განმეორებითი დარტყმით გოლად აქცია და ანგარიშიც გაათანაბრა.

ამ გოლის და ფსიქოლოგიური უპირატესობის შემდეგ ბრიტანალები უფრო მეტად აკონტროლებდნენ თამაშს და 75-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან კლევერლიმ კარგად დაინახა უკიდურეს შტანგასთან გახსნილი ხავიერ ერნანდესი, შესანიშნავი დიაგონალური გადაცემაც გაუკეთა მას და ამ უკანასკნელმაც მშვენიერი თავური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიშს წერტილი დაუსვა და თავის გუნდს კიდევ ერთი სამი ქულა მოუტანა.

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ზვიად გიორგაძე
ზვიად გიორგაძე
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0