სხვა 9 შვილის დედა გეგმავს 12-ვე ზოდიაქოს ნიშანი გააჩინოს დღეს, 16:52 33 წლის ჩინელი ქალის თქმით, მას არ სურს ქმრის კარგი გენების უქმად გაფლანგვა, რის გამოც მას დიდი ოჯახის შექმნის იდეა გაუჩნდა. მომავალში იმედოვნებს, რომ შვილები მას 81 შვილიშვილს გაუჩენენ.
ჩინელ ქალს ცხრა შვილი შეეძინა და გაჩერებას არ აპირებს. მას სურს ზოდიაქოს 12-ვე ნიშნის „კოლექცია შეაგროვოს“ და იმედოვნებს, რომ მომავალში მისი შვილები ასევე მოიქცევიან. 33 წლის ტიან დუნსია აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინცია ჯეძიანიდან ხსნის თავის ამბიციებს იმით, რომ არ სურს ფუჭად დაკარგოს ქმრის ჩჟაო ვანლუნის კარგი გენები, რომელიც 2008 წელს გაიცნო. 2010 -ში ვეფხვის წელიწადში, წყვილი დაქორწინდა და შეეძინათ ქალიშვილი. შემდგომ წლებში მათი ოჯახი კიდევ რვა შვილით შეივსო, მათ შორის დრაკონის წელში დაბადებული ტყუპი ბიჭები. ასევე იყო „გამეორებები“, რადგან უმცროსი ვაჟი, რომელიც 2022 წლის ნოემბერში დაიბადა, ასევე ვეფხვია. ქალს სჯერა, რომ ბევრი შვილის ყოლა უფლის კურთხევაა. დღეის მდგომარეობით, წყვილს ხუთი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი ჰყავს, თუმცა ისინი არ ჩერდებიან, რადგან "ზოდიაქოს სრულ კოლექციას" აკლია ხარი, კურდღელი, გველი, ცხენი და თხა. ოჯახი მეათე შვილის დაბადებისთვის ემზადება, მაგრამ ქალის ჯანმრთელობამ ამის საშუალება არ მისცა დრაკონის წელში. „ჯანმრთელობის გამო, დრაკონის წელში შვილის გაჩენა ვერ შევძელი, ამიტომ მომავალ გველის წელში ბავშვის გაჩენის იმედი მაქვს, - თქვა ტიან დუნსიამ. აღსანიშნავია, რომ ჩჟაო არის ელექტრომომარაგების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, ხოლო ტიანი კომპანიის გენერალური მენეჯერი. ისინი თავიანთ ბიზნესს 2009 წლიდან აწარმოებენ და ფინანსურ პრობლემები არა აქვთ, ზოგიერთი წყაროს თანახმად, წელიწადში 55 მილიონ დოლარამდე მოგებას ნახულობენ. წყვილი 2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ვილაში ცხოვრობს, ბავშვების მოვლაში კი ექვსი ძიძა და დიეტოლოგი ეხმარება. ქალმა იმედი გამოთქვა, რომ მის შვილებსაც ექნებათ დიდი ოჯახის შექმნის სურვილი. მომავალი ოჯახის მატებისთვის წინასწარ ემზადებიან, წყვილი გეგმავს ვილა გარემონტდეს, რათა მათ „მომავალი 81 შვილიშვილის“ განთავსება მოხერხდეს. 30 1-ს მოსწონს
|