კინო ”ტფუი, ეს სცენა უბრალოდ საშინლად მაცოფებს” - დემი მური საკუთარ შიშველ უკანალზე ფილმიდან "სუბსტანცია" 20 ნოემბერი, 15:29 ვარსკვლავმა კომენტარი გააკეთა კადრზე, სადაც იგი სრულიად შიშველი არის გადაღებული.
ჰოლივუდის ვარსკვლავმა და ყოფილმა მოდელმა დემი მურმა გააზიარა თავისი მოსაზრებები საკამათო სცენაზე ფილმში "სუბსტანცია". ამ ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში კამერა მსახიობის შიშველ დუნდულებზე აკეთებს აქცენტს. ამის შესახებ 62 წლის მსახიობმა ჟურნალ Elle-თან ინტერვიუში ისაუბრა. განსახილველ ეპიზოდში მურის პერსონაჟი აბაზანაში სარკის წინ სრულიად შიშველი დგას. ამასთან გადაღება ხდება ქვედა რაკურით, რომელიც ფოკუსირებულია მის შიშველ ფიგურაზე. მსახიობის თქმით, ეს სცენა მასში დიდ გაღიზიანებას იწვევს. ”ტფუი, ეს სცენა უბრალოდ საშინლად მაცოფებს”, - თქვა მან. უსიამოვნო ემოციების მიუხედავად, მურმა გადაწყვიტა, ცვლილებები არ შეეტანა ფილმის ფინალურ ვერსიაში. მისი თქმით, მას ესმის, რომ სცენა მნიშვნელოვანი არის ფილმის საერთო კონცეფციისთვის. „მე არ მითხოვია არაფრის შეცვლა, რადგან მივხვდი, რომ ეს უფრო საჭიროა რაღაც უფრო დიდი იდეისთვის, ვიდრე ჩემი პირადი გრძნობები“, - დასძინა კინოვარსკვლავმა. "სუბსტანცია"( The Substance) არის 2024 წლის მხატვრული ფილმი სატირისა და საშინელებათა ჟანრში, რომლის თანაპროდიუსერი, სცენარისტი და რეჟისორი არის კორალი ფარჯი. მთავარ როლებში დემი მური, მარგარეტ კუელი და დენის კუეიდი. ფილმი მოგვითხრობს ხანდაზმულ კინოვარსკვლავზე, რომელიც შავ ბაზარზე ყიდულობს წამალს, რომელიც გარდაქმნის საკუთარი თავის ახალგაზრდა ვერსიას და რომელიც მოულოდნელი შედეგით სრულდება. ფილმის პრემიერა კანის 77-ე კინოფესტივალის მთავარი პროგრამის ფარგლებში შედგა, ფარჯამ მიიღო ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის. ფილმი აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის კინოთეატრებში 20 სექტემბერიდან გამოჩნდა. 210 2-ს მოსწონს
|