x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138336
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
მარტოობა და მელანქოლია ნაიჯელ ვან უიკის ნახატებში
image

ნაიჯელ ვან უიკი ინგლისელი მხატვარია, რომელიც დაიბადა 1949 წელს და ცხოვრობს ნიუ-იორკში. ის ცნობილი გახდა ამერიკული ცხოვრების შთამბეჭდავი ასახვით.


ვან უიკის სამხატვრო გზა მომხიბლავი და გარდაქმნებით სავსე იყო. 1960-იან წლებში იგი ფერწერიდან გადავიდა კინეტიკურ ხელოვნებაზე, მუშაობდა ნეონთან, რათა სინათლის გარემო შეესწავლა.


ათი წლის შემდეგ თავისი კინეტიკური ნამუშევრების გალერეებსა და მუზეუმებში გამოფენის შემდეგ, ვან უიკმა გადაწყვიტა, ისევ მხატვრობას დაბრუნებოდა. ეს შემობრუნება სასიკეთო აღმოჩნდა მხატვრისთვის, რადგან გაკვეთილები, რომლებიც მან შეისწავლა სინათლის შესახებ კინეტიკური პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა მის რეალისტურ ნახატებში.



ვან უაიკის ოსტატობა სინათლის შესახებ არა მხოლოდ ავსებს მის ნამუშევრებს ნათელი ფერებით და ვიბრაციით, არამედ წარმოადგენს ძირითად ელემენტს მის ოსტატურ კომპოზიციებში.


ვან უიკის ნახატებში ასახულია ტრადიციულო ამერიკული რეალიზმი. ისინი გადმოსცემს ქალაქური ცხოვრების არსს, ბარებს, ქუჩებს, პლაჟებსა და პარკებს. თუმცა, მისი ნამუშევარი სცილდება უბრალო დოკუმენტირებას. მხატვარი სულით არის მთხრობელი. მისი ინტიმური კომპოზიციები ვიბრირებს შინაგანი ცხოვრებით, რაც დამატებით რეზონანსს მატებს „ბანალურის პოეზიას“, რომელიც ნაიჯელ ვან უიკის სავიზიტო ბარათი.


მხატვრის რეალისტურ სურათებში ხელშესახებად იგრძნობა მარტოობა და მელანქოლია ვან უიკის გმირები, ხშირად გარემოცვისაგან მარტონი ან იზოლირებულნი არიან, გამოხატავენ ჩუმ ინტროსპექციას და კავშირის სურვილს. ეს ემოციური ელფერი აძლევს მის ნამუშევრებს სიღრმესა და სიმწვავეს და აიძულებს მნახველს მისი თითოეულ ტილოსთან უფრო ღრმად ჩაეფლოს.

image



image



image




image




image




image




image




image




image




image




image




image




image




image




image




image




image




image




image



ნაიჯელ ვან უიკის ნამუშევრების სრული კატალოგი ნახეთ <ამ ბმულზე>

0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0