დიტა ფონ ტიზი-მსახიობი, რომელმაც თავისი სილამაზის და გარეგნობის წყალობით "ბურლესკის" ჟანრი ახალ სიმაღლეზე აიყვანა
მოგეხსენებათ კინოში უამრავი ჟანრია, ერთერთი ასეთი ჟანრია კომედიური "ბურლეკსი", რომელიც აღორძინების პერიოდიდან მოდის და მჭიდროდ გაიდგა ფესვები მსოფლიო კინოში, როგორც კინოს და შოუს ნაწილმა.
თავად ჟანრიდან გამომდინარე ის ძალიან მოთხოვნადი და ყურბადია, კომედიური პოეზია როგორ არ უნდა მოგწონდეს, თან მაშინ როცა ის შეიცავს ისეთ კადრებს, რომელიც სანახაობრივადაც ლამაზია. ეროტიულ სიუჟეტებზე და პორნოგრაფიაზე საუბარიც კი ზედმეტია, ესაა კომედიური ჟანრი, რომელსაც არაფერი აქვს "აკრძალულ ხილთან" საერთო.

დიტა ფონ ტიზი-ესაა "ბურლეკსის" ჟანრის ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. ამერიკელი მსახიობი, ფოტომოდელი და მომღერალი დაიბადა 1972 წლის 28 სექტემბერს უესტ-ბრანჩში, მიჩიგანი. მან სახელი თავის ძირითად პროფესიებთან ერთად გაითქვა მერლინ მენსონთან რომანით, რომლის კანონიერი ცოლიც იყო 2 წლის განმავლობაში.
მენსონთან დაშორების შემდეგ თავად შექმნა საკუთარი შოუ. 52 წლისაა, მაგრამ ასაკის მიუხედავად მშვენივრად გამოიყურება. სწორად შერჩეული მაკიაჟის და იდეალური სხეულის ფორმების წყალობით საოცრად ეფექტურ და ლამაზ ქალად რჩება ამ ასაკშიც კი.
დიტა სპორტითააცაა დაკავებული, რისი წყალობითაც ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება, ვიდრე რეალურადაა ასაკით.












