კალათბურთი ყველაზე მასობრივი ჩხუბი NBA-ს ისტორიაში (ვიდეო) 19 ნოემბერი, 15:23
20 წლის წინ, NBA-ს ისტორიაში მოხდა ყველაზე მასობრივი ჩხუბი "დეტროიტ პისტონსა" და "ინდიანა პეისერს" შორის მატჩის დასრულებამდე 45 წამით ადრე.
2004 წლის 19 ნოემბერს, ქალაქ დეტროიტში " ობერნ ჰილზის" არენაზე, შედგა ყველაზე სასტიკი ჩხუბი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაციის (NBA-)ისტორიაში, რომელიც ისტორიაში შევიდა, Malice at the Palace-ს სახელით. იმ დღის მოვლენები დღემდე ახსოვთ – 2021 წელს " ნეტფლიქსმა" მომხდარი ინციდენტის შესახებ დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო. თამაშის ჩვეულებრივი ეპიზოდი ნამდვილ ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა - NBA-ს ლიგას ასეთი სიგიჟე არ უნახავს. ეს იყო სეზონის კიდევ ერთი რეგულარული სათამაშო დღე. "პისტონსმა" " ინდიანას" უმასპინძლა. ყველაფერი მასპინძელთა დამარცხებით სრულდებოდა - "ინდიანა პეისერსი" პირველ ტაიმშივე დაწინაურდა და შესვენების შემდეგაც ორნიშნა უპირატესობის შენარჩუნება შეძლეს. გამარჯვებამდე 45 წამი რჩებოდა - როდესაც მოედანზე კალათბურთელებს შორის შეტაკება დაიწყო. "ინდიანას" კალათბურთელმა რონ არტესტმა (იმ წელს NBA-ის წლის საუკეთესო მცველად დაასახელა და მოგვიანებით სახელი შეიცვალა მეტა უორდ პისად) დაარტყა ბენ უოლესს, როდესაც ის დანკის გაფორმებას ცდილობდა. რონი საკმაოდ უხეშად მოიქცა და სულაც არ იყო საჭირო ასეთი საქციელი. ყოველ შემთხვევაში, ყველას ასე მიაჩნდა, გარდა თავად არტესტისა... იმ მომენტში, როდესაც მოედანზე ჩხუბი თითქმის დასრულდა, ერთ-ერთმა მაყურებელმა "ინდიანა პეისერსის" მოთამაშეს, რონ არტესტს ჭიქა კოლა ესროლა, რის შემდეგაც ამჯერად მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს შორის ჩხუბი განახლდა. ჩხუბის შემდეგ, ცხრა მოთამაშეს ანაზღაურება შეუჩერდა 146 მატჩში, რის შედეგად კალათბურთელებმა საერთო ჯამში 11 მილიონ დოლარზე მეტი ხელფასი დაკარგეს. ხუთ მოთამაშეს ბრალი წაუყენეს თავდასხმაში, მიესაჯათ ერთწლიანი პირობითი სასჯელი და საზოგადოებრივი შრომა. ხუთ გულშემატკივარს ასევე წაუყენეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და სამუდამოდ აუკრძალეს "პისტონსის" საშინაო მატჩებზე დასწრება. თავად ჩხუბმა გამოიწვია მრავალი დისკუსია არენებზე უსაფრთხოებისა და თამაშების დროს ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვის შესახებ. 188 2-ს მოსწონს
|