კალათბურთი იაპონელი კალათბურთელები მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან გართობის შემდეგ ნაკრებიდან გარიცხეს 2018, 22 აგვისტო, 8:10 იაპონიის ნაკრების კალათბურთელებმა დრო მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან გაატარეს, რის გამოც ნაკრებიდან გარიცხეს.
ინდონეზიაში იმართება აზიის თამაშები-2018, ოთხ კალათბურთელს ყატარის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ( 82-71) ქალები მოუნდათ და ჯაკარტაში გაისეირნეს, როგორც იაპონიის დელეგაციის ხელმძღვანელი იასუჰირო იამასიტა იუწყება, კალათბურთელები მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ნახეს ჯაკარტის ერთ-ერთ სასტუმროში, მათი ამოცნობა ადვილი იყო: კალათბურთელებს იაპონიის ნაციონალური ფორმა ეცვათ,
"როგორც დელეგაციის მეთაური მინდა დიდი ბოდიში მოვიხადო სპორტსმენების საქციელის გამო"-განაცხადა იამასიტამ.
ოთხი კალათბურთელი არა მარტო შეჯიბრებიდან მოხსნეს, არამედ ნაკრებიდანაც გაანთავისუფლეს, ისინი საკუთარი ხარჯით უკვე სამშობლოში გაემგზავრნენ.
იაპონიის გუნდი დანარჩენ მატჩებს შეკვეცილი შემადგენლობით გააგრძელებს.
დარჩენილ 8 მოთამაშეს პარასკევს ჰონგ-კონგის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა. 230 5-ს მოსწონს
|