x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინას ნება დართო რუსეთის ტერიტორიას დაარტყას მათი რაკეტებით

image

როგორ იქნა ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში რუსული არმიის კუთვნილი ინფრასტრუქტურის და სტრატეგიული ობიექტების გასანადგურებლად.
ჯო ბაიდენის ინიციატივას მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა.
ამ ბრძანებულებით იქმნება ახალი რეალობა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე შეუძლიათ უკრაინის ტერიტორიიდან გასროლილი რაკეტებით გაანადგურონ რუსეთის ტერიტორიის 300 კილომეტრიან სიღრმეში რუსული სამხედრო დანაყოფები, გაანადგურონ მათი ინფრასტრუქტურა და გაანადგურონ ნებისმიერი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის არმიას განახორციელოს სამხედრო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე.

როგორც, "The New York Times"-ი იტყობინება, ბაიდენმა დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ მაინც მიიღო უკრაინისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გადაწყვეტილება.
უპირველეს ყოვლისა უკრაინა გამოიყენებს "ATACMS"-ის ზე ზუსტ ტაქტიკურ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიული ობიექტების გასანადგურებლად, განსაკუთრებით კი კურსკის ოლქში, სადაც ამჟამად გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინულ დანაყოფებსა და რუსული არმიის შენაერთებს შორის.
აღნიშნული რაკეტებით უკრაინას შეუძლია ფრონტისთვის რუსეთის მხარის მიერ გაგზავნილი სამხედრო ეშელონების განადგურება, სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდების განადგურება, რაც რუსული არმიის ლოჯისტიკას დიდწილად სავალალო მდგომარეობაში ჩააყენებს.
რაც ყველაზე მთავარია, დასავლურ რაკეტები მიწვდება უკვე მოსკოვის გარეუბნებში მდებარე სამხედრო დანიშნულების საწარმოებს.

ადრე უკრაინის პრეზიდენტმა მრავალგზის მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს თხოვნით, მიეცათ მათთვის ნება ამერიკული და ზოგადად დასავლური წარმოების რაკეტები გამოეყენებინა რუსეთის ტერიტორიაზევე, მაგრამ ამაზე ამერიკაც და დასავლეთიც უარით პასუხობდნენ, რასაც ომის ესკალაციის მოსალოდნელი საფრთხით ასაბუთებდნენ.
პუტინის განცხადებით ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა აღქმული იქნება, როგორც "ნატოს" მიერ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები და ბირთვული არსენალის გამოყენებაზე ალაპარაკდა.
თავის მხრივ უკრაინის გენშტაბის უფროსმა სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს ურჩევნია ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ნაკლებად ისაუბროს, რადგან უკრაინის ურანის მარაგიდან გამომდინარე, უკრაინას დღესვე ძალუძს დაამზადოს გაღარიბებული ურანით მართალია ნაკლები სიმძლავრის, მაგრამ მაინც შექმნას ბირთვული ქობინები.
სირსკი ისეთი ტონით საუბრობდა ამაზეე არ გამიკვირდება, უკრაინას უკვე ჰქონდეს რამდენიმე ერთეული ან სულაც ათეული მინიმუმ "ბინძური" ბომბი, რომელსაც რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული ქობინის გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად გამოიყნებს უკრაინაც.
მით უფრო როცა მას უკვე აქვს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და საკუთარი წარმოების მძლავრი დრონები, რომლებსაც საკმაოდ მძიმე ბომბის ტარებაც შეუძლიათ და შორ მანძილზე ფრენაც.

ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომი ახალ, ბევრად მწვავე ფაზაში შედის, მით უფრო როცა რუსეთის თხოვნით რუსეთში ჩრდილოეთ კორეამ დაზუსტებული ინფორმაციით თავისი დანაყოფები გადაისროლა.

სრული სურათი, თუ სანამდე შეუძლია მიწვდეს დასავლური რაკეტები რუსეთის ტერიტორიას.
საუბარია სხვადასხვა ტიპის რაკეტებზე!!!

image
ნოვოსიბირსკის ერთერთ სამხედრო ნაწილში მოხდა ჯარისკაცების ამბოხება, მათ დალეწეს ყაზარმა და კატეგორიული უარი განაცხადეს ომში დაბრუნებაზე.


0
120
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
120