ფსიქოლოგია აირჩიე მამაკაცი და გაიგე, რამდენად წარმატებულ ურთიერთობაში ხარ 21 ნოემბერი, 11:38 ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანის, როგორც მთლიანი პიროვნების, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ ჩვენგან. აირჩიეთ ფოტოდან მხოლოდ ერთი მამაკაცი, რომლის იმიჯიც უფრო მეტად მოგწონთ და წაიკითხეთ შესაბამისი ახსნა. ის განმარტავს, თუ რამდენად წარმატებულია თქვენი ურთიერთობა. 1. "მამაკაცი-მამა". თქვენ ზრუნვა და ყურადღება გჭირდებათ. თქვენი არჩეული მამაკაცი, სწორედ ამას მოწმობს. ხართ მომთხოვნი, ნერვიული, კაპრიზული, ამიტომ ძალიან ამძიმებთ თქვენი პარტნიორის ცხოვრებას. სწორედ ამიტომ გჭირდებათ პარტნიორად "მამაკაცი-მამა", რომელიც თქვენ ყველა ხუშტურს შეასრულებს და გააბათილებს. მის გვერდით თავს გაცილებით კარგად იგრძნობთ, ისე, როგორც ქვის კედლის მიღმა, უსაფრთხოდ. 2. მამაკაცი-ბავშვი. თავად მიეკუთვნებით ქალების ტიპს "დედა-ქალი", ამიტომ თქვენთვვის შესაფერისი იქნება "მამაკაცი-ბავშვი", რადგან მზად ხართ იზრუნოთ და მიხედოთ საყვარელ მამაკაცს. თქვენი ტიპის ქალები ხომ დარწმუნებულები არიან, რომ სხვა ადამიანებს დამოუკიდებლად თავის მოვლა და საქმეებთან გამკლავება არ შეუძლიათ, სამაგიეროდ მზად ხართ მათ დაეხმაროთ. ამ ტიპის გოგონებს ახასიათებთ ერთგულება, მოთმინება, თავდადება და ამავე დროს სურვილი, ყველაფერში საყვარელი ადამიანების მთავარი ავტორიტეტი იყოს. 3. დამოუკიდებელი-მამაკაცი. რადგან თავად ხართ დამოუკიდებელი ქალი, თქვენთვის დამხასაიათებელია ამავე ტიპის მამაკაცი. თქვენ გჭირდებათ ურთიერთობა, რომელიც აგებული იქნება მაქსიმალურ თავისუფლებასა და პატივისცემაზე. თქვენ გესმით პირადი სივრცისა და დროის მნიშვნელობის, ასეთ შეხედულებებს, ძირითადად, იზიარებენ მხოლოდ ჭკვიანები, რომლებიც დააფასებენ არა მხოლოდ მათ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, არამედ თქვენც. 4. მამაკაცი-მეგობარი. თქვენ მიეკუთვნებით მეგობარი- ქალის კატეგორიას. ამიტომ, თქვენთვის მნიშვნელოვანია, თქვენი და თქვენი პარტნიორის ინეტერსები იყოს საერთო. მეგობრული ატმოსფერო, რომანტიკული გარემო, ეს არის თქვენთვის პრიორიტეტი ურთიერთობაში. ასეთ გოგონებს შეუძლიათ ჰარმონიული და ყველაზე ძლიერი ურთიერთობები შექმნან. 63 3-ს მოსწონს
|