ამოცანები დაკარგული სამაჯური – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს) 18 ნოემბერი, 9:25 აღდგომის დღესასწაულს ინსპექტორი ვარნიკე პლუმების ოჯახურ წრეში ატარებდა... და მოულოდნელად, უსიამოვნება მოხდა – კვერცხი გაქრა. წითლად შეღებილი ხელოვნური კვერცხის შიგნით, ძვირფასი სამაჯური იყო მოთავსებული – საჩუქარი დიასახლისისთვის. დაიწყეს დაკარგული ნივთის ძებნა... ნახევარი სახლი უკვე "გადაბრუნებული" ჰქონდათ, როდესაც მისაღებ ოთახში, დიასახლისის აღელვებული ბიძა, ჯეიმსი შევიდა და ასეთი რამ განაცხადა: – მთელი ეს დრო, ვერანდაზე ვიყავი. შემთხვევით მოვიხედე და დავინახე, რომ ოთახში, ჩემი ტომი მარტო იყო. მან კარადის თავზე დადებული კვერცხი დაინახა, სკამზე ავიდა, კვერცხი აიღო და ბაღში გაიქცა. მე მას გამოვუდექი და ბუჩქებში კვერცხის ნაწილები ვნახე. შემდეგ ბავშვს მიუბრუნდა და მიმართა: "ტომ, რა უყავი სამაჯურს? აბა თქვი! – პატარა ყაჩაღო." განაწყენებულმა ბიჭმა თქვა, რომ არაფერი იცოდა... მას არ გაუპროტესტებია ის ფაქტი, რომ ოთახში მარტო იყო და სხვადასხვა ფერად შეღებილ კვერცხებს ათვალიერებდა, მაგრამ ქაღალდისგან გაკეთებულ კვერცხთან, რაიმე სახის კავშირზე, უარი თქვა. პირველადი სიტუაციის ახლიდან შესაქმნელად, კვერცხი წიგნების კარადაზე მოათავსეს. ამის შემდეგ, ინსპექტორმა დიასახლის მიმართა: – ჯობია თქვენს ბიძა ჯეიმსს ჰკითხო, არ დაგიბრუნებთ, მოპარულ სამაჯურს? – მისი მონათხრობი ამბავი, ნამდვილად რეალობას არის მოკლებული... კითხვა: რატომ მივიდა ვარნიკე ამ დასკვნამდე? პასუხი:გაბრაზებული მშობლებისთვის შეუმჩნეველი დარჩა ის ფაქტი, რომ ტომი ძალიან დაბალი იყო საიმისოდ, რომ კარადის თავზე დადებული კვერცხი დაენახა. მისი დანახვა და აღება, მხოლოდ მაღალ ადამიანს შეეძლო... და რადგან ჯეიმსი ქურდობას ბავშვს აბრალებდა, თან საკუთარ თავს თვითმხილველადაც აცხადებდა, ე. ი. დამნაშავე თავად იყო! არხის სხვა სიახლეები:* ფოტოები რუბრიკიდან – "რა გამოვიწერე და რა ჩამოვიდა?" – მოლოდინი და რეალობა* გიგანტები, ჩვენს რეალობაში (15 ფოტო)* მონადირე მაღალი საზოგადოებიდან – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)* მცენარე, რომელიც დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას ებრძვის251 2-ს მოსწონს
|