x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ამერიკის პირველი ლედი მელანია ტრამპი მოქალაქეობის შეცვლაზეც კი დაგაფიქრებთ

image


წარმოშობით სლოვენიელ მელანია კნაუსს ცხოვრებაში შეიძლება ითქვას, რომ ალბათ, ყველაზე მეტად გაუმართლდა, ვინაიდან ცხოვრებისეული ლატარიიდან მას ყველაზე იღბლიანი ბილეთი შეხვდა. 54 წლის წინ იუგოსლავიის ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დაბადებული გოგონა მსოფლიოს ერთი - ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყნის პირველ ლედად იქცა.


image


მელანია კნაუსი სლოვენიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნოვო - მესტოში 1970 წლის 26 აპრილს დაიბადა, სადაც ლუბლიანას უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. გოგონამ მოდელად მუშაობა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკიდან დაიწყო, დამწყებ მოდელს არჩეული პროფესია ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა.


image


მელანია მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერების შოუებში მონაწილეობას მოზარდობის ასაკიდან იღებდა და ისეთი გავლენიანი გამოცემების გარეკანისთვის პოზირებდა როგორებიც - "Vogue", "Harper's Bazaar" და "Vanity Fair" - ია.


imageimageimage


2000 წელს ჟურნალმა "Sports Illustrated Swimsuit Issue" მელანიას საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რაც უკვე დიდ წარმატებას ნიშნავდა.


image


იმავე წლის იანვარში კი, მოდელი ამჯერად უკვე ბრიტანული "GQ" -ს გარეკანისთვის გაშიშვლდაimage

დონალდმა და მელანიამ ერთმანეთი 1999 წელს გაიცნეს, მაშინ ამერიკის მომავალი პირველი ლედი ჟურნალ "Allure"-თან საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობდა და ასევე ნიუ - იორკის მოდის კვირეულებში აქტიურად მონაწილეობდა.



image


წყვილი 2005 წელს დაქორწინდა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მათ ქორწილში სტუმრებს შორის ჰილარების წყვილიც კი იყო. ერთი წლის შემდეგ, ტრამპებს ვაჟი, ბერონი შეეძინათ, რომელიც მელანიასთვის პირველი, დონალდისთვის კი მეხუთე შვილია.


image


ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის წინასარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ტრამპის მოწინააღმდეგეებმა "GQ"-სა და ფრანგულ "Max"-ში გამოქვეყნებული მელანიას შიშველი ფოტოები ინტერნეტსივრცეში არაერთხელ გამოაქვეყნეს, რათა როგორმე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის დისკრედიტაცია მოეხდინათ, თუმცა ამაოდ.


imageimage


როგორც აღმოჩნდა, ამ ფაქტს ამომრჩეველთა განწყობაზე ნეგატიურად არ უმოქმედია, დონალდ ტრამპა საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი დიდი უპირატესობით დაამარცხა და ამერიკის პრეზიდენტის პოსტი 2017 წლის 20 იანვარს ოფიციალურად ჩაიბარა. მერე რა რომ შიშველია, სამაგიეროდ ძალიან ლამაზია, ასე ახასიათებს ამერიკელთა დიდი უმრავლესობა მის აღმატებულება - მელანია ტრამპს. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი პლანეტის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პრეზიდენტი უკვე მეორედ გახდა - თან 4-წლიანი პაუზის შემდეგ, ასეთი რამ აშშ-ის ისტორიას მხოლოდ ერთხელ თუ ახსენდება.








0
1008
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1008