x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მწარე სიმართლის წაკითხვა მოგიწევთ"- რას წერს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე ცესკოში შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების ფონზე ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს მიმართავს:


"მწარე სიმართლის წაკითხვა მოგიწევთ:


ძვ.ოპოზიციავ, 16 ნოემბერს ცესკოს სხდომის დანიშვნა მოულოდნელი არ ყოფილა, დაპირება იყო რომ სხდომაზე არც შეუშვებდით ვინმეს და არც გამოუშვებდით!


რას გავდა დღევანდელი აქცია?


სად იყვნენ სხვა ლიდერები?(ვინც იყო, ვნახე)


დათო კირთაძეს რომ ნამუსი არ მოეწმინდა თქვენთვის, მერე რა მოხდებოდა?!


პარლამენტის პირველი სხდომის დღეს რას აპირებთ?


P.s.ვინმემ არ გაბედოს დაწერა, რომ ახლა ამის დრო არაა‼️ "- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.


გუშინ, ცესკოში შემაჯამებელი ოქმის დამტკიცება აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მოქალაქეები, რომლებიც ცესკოს საარჩევნო შედეგებს უნდობლობას უცხადებდნენ ადმინისტრაციის შენობასთან დილიდან შეიკრიბნენ. მათთან ერთად იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. აქციაზე არაერთი ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა რამდენიმე მონაწილე დააკავეს.







0
372
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
372