x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სულებთან კონტაქტი" მაქვს-"ვია გრა"-ს ყოფილი სოლისტი ექსტრასენსი გახდა
image

"ვია გრა"-ს ყოფილმა სოლისტმა ძირეული კარიერული ცვლილება განიცადა.


ჯგუფ "ვია გრა"-ს ყოფილმა მომღერალმა ნადეჟდა გრანოვსკაიამ, (ნამდვილი გვარი მაიხერი) რომელიც პოპულარული გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში, ე. წ. "ოქროს შემადგენლობაში"ვერა ბრეჟნევასთან და ანა სედოკოვასთან ერთად, ბოლო წლებში მიიპყრო საზოგადოების ყურადღება უჩვეულო ცვლილებების გამო.

imageფოტოზე: "ვია-გრას" ოქროს შემადგენლობა"ვერა ბრეჟნევა, ანა სედოკოვა, ნადეჟდა გრანოვსკაია





2006 წელს ჯგუფის დატოვების შემდეგ, გრანოვსკაიამ სცადა სოლო კარიერა, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი სახელი ნაკლებად ჩნდებოდა მედია სივრცეში.


2022 წელს არტისტი გადავიდა ევროპაში და როგორც ჩანს, გადაწყვიტა შოუბიზნესისთის თავი დაენებებინა, წაშალა ყველა პუბლიკაცია სოციალური ქსელის ანგარიშიდან, სადაც მას 300 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

image

ახლახან, თაყვანისმცემლებმა აღმოაჩინეს გრანოვსკაიას ახალი ვებ-გვერდი, სადაც ამჯერად მეუღლის გვარით, ურჟუმცევათი არის რეგისტრირებული და რომელთანაც 2014 წლიდან არის დაქორწინებული.


შეიცვალა მომღერლის გარეგნობაც: მომხმარებლების თქმით, 42 წლის არტისტმა წონაში შესამჩნევად დაიკლო და ახლა ეზოტერიზმით არის დაინტერესებული.

image

თავის ვიდეოებში გრანოვსკაია, რომელიც გამომწერებს "სულებს" უწოდებს, უზიარებს აზრებს სულიერებისა და ცნობიერების შესახებ და ასევე საუბრობს "ღვთაებრივი შეტყობინებების" შესახებ.


ერთ-ერთ თავის ეთერში გრანოვსკაიამ განაცხადა, რომ ექსტრასენსორული შესაძლებლობები მას ბავშვობიდანვე დაეწყო.


მან აღიარა, რომ ის "ფიზიკურ დონეზე განიცდიდა წარსული ცხოვრების გამოვლინებებს და მისტიკურ მდგომარეობებს", მათ შორის "სულებთან კონტაქტს" და ხილვებს, რომლებსაც იგი თვლის ნამდვილად ბუნებისგან ბოძებულ ჯილდოს.

image

„თქვენ არ გეშინიათ ამის, თქვენ არ გეშინიათ ამ მდგომარეობის, იწყებ სხვა ენაზე ლაპარაკს, იწყებ რაღაც აზრების, რაღაც ცოდნის, რაღაც მოვლენის გადმოცემას. ხილვები, სიზმრები, მდგომარეობები, რომლებშიც პერიოდულად ვიძირებოდი, ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო, ისინი ჩემთვის მშობლიური იყო“, - აღნიშნა მან.


უკრაინის ოკუპაციის მიუხედავად, ნადეჟდა ინარჩუნებს კონტაქტს რუს აუდიტორიასთან: მას ყველა გადაცემა რუსულ ენაზე მიყავს. შეგახსენებთ, რომ გრანოვსკაიას და მის მეუღლეს, უკრაინელ ბიზნესმენს, ორი ქალიშვილი ჰყავთ - ანა 12 წლისაა, მარია კი 9-ის.

0
161
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0