სიახლეები მაინც რამდენ ხანში გაფუჭდება? - ჩინურმა კომპანიამ ავტომობილების ყველაზე სწრაფად წარმოებაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა 15 ნოემბერი, 16:21
Xiaomi-იმ ავტომობილების ყველაზე სწრაფად წარმოებაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
Xiaomi-ის დამფუძნებელმა ლეი ცზუნმა განაცხადა, რომ მათ მოახერხეს მსოფლიო რეკორდის დამყარება ავტომობილების უსწრაფესად წარმოებაში - Xiaomi SU7 ელექტრომობილი გახდა ყველაზე სწრაფად წარმოებული ავტომობილი მსოფლიო ისტორიაში. „ვულოცავთ ჩვენს Xiaomi EV გუნდს!მეასე ათასი Xiaomi SU7-კონვეირის ხაზიდან ოფიციალურად გადმოვიდა. ჩვენმა პირველმა მოდელმა მიაღწია ამ ეტაპს მხოლოდ 230 დღეში - წარმოუდგენელი მიღწევაა!” - წერს ლეი ცზუნი. შედარებისთვის, ჩინურ XPeng-ს თითქმის 2 წელი დასჭირდა პირველი 100 000 მანქანის წარმოებისთვის. ამავე რიცხვის მისაღწევად კი Tesla-ს დაახლოებით 6 წელი დასჭირდა. ამავე დროს, ჩინურმა კომპანია Li Auto-მ განაცხადა, რომ მან მხოლოდ 150 დღეში მოახერხა 100 000 Li L6 ელექტრო კროსოვერის გამოშვება, ხოლო 7 თვეში გაყიდვებმა 150 000 ერთეულს გადააჭარბა. ამით მან დაამტკიცა, როგორც ლიდერი კომპანია სწრაფი გაყიდვებით ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებს შორის, მაგრამ კომპანიამ მთლიანად თავისი პირველი 100, 000 მანქანის გამოშვებას თითქმის 2 წელი მოანდომა. ამგვარად, Xiaomi-მ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, ისტორიაში პირველად 100 000 მანქანის ყველაზე სწრაფი წარმოებით. Xiaomi Auto (小米汽车; იურიდიულას Xiaomi Automobile Co Ltd.გახლავთ ჩინური ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს პეკინში; ეს არის ჩინური კომპანია Xiaomi-ის სამომხმარებლო ელექტრონიკის შვილობილი კომპანია. 2021 წლიდან ლეი ცზუნის მიერ დაარსებული კომპანია ძირითადად ელექტრომობილების შემუშავებითა და წარმოებით არის დაკავებული. 148 3-ს მოსწონს
|