საზოგადოება როგორ მოეწონო სტაჟიორად 2012, 24 ოქტომბერი, 9:22 არსებობს სქემა, რომლის მიხედვითაც სტაჟირების გავლას მოახერხებ და შესაძლებელია შენი ოცნების სამსახურშიც აღმოჩნდე.
I ნაბიჯი - შეადგინე რეზიუმე- სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, სწავლის ადგილი, სად და რა სასწავლო პრაქტიკას გადიოდი, სპეციალობიდან გამომდინარე რომელ ჩვევებსა და შესაძლებლობებს ფლობ.
II ნაბიჯი - მოამზადე კიდევ ერთი წერილის შაბლონი ( უკეთესია - ორ ენაზე), მას იმ კომპანიის პროფილის შესაბამისად შეავსებ, სადაც სტაჯირების გავლას აპირებთ. ამ წერილის მიზანია აუხსნა დამქირავებელს თუ რატომ გჭირდება სტაჯირება სწორედ ამ კომპანიაში და მოკლედ აღნიშნო შენი შესაძლებლობები.
III ნაბიჯი- შეადგინე შენთვის საინტერესო ამ სფეროში მომუშავე ( მსხვილი) სასურველია საერთაშორისო კომპანიების სია და გაიგე მათი პერსონალის მენეჯერების საკონტაქტო ტელეფონები. თუ კორპორაციულ საიტზე ვერ იპოვნე ინფორმაცია სტაჟირების საჭიროების შესახებ, შენი რეზიუმე გაუგზავნე HR- მენეჯერს, და მისწერე, რომ მზად ხარ უფასოდ ან მცირეგასამრჯელოს ფასად იმუშაო.
IV ნაბიჯი- გაგზავნიდან ერთი კვირის შემდეგ აუცილებლად დაუკავშირდი პერსონალის განყოფილებას. დაარწმუნე ისინი შენს განსაკუთრებულობაში. 61 8-ს მოსწონს
|