x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
რა ხდება აქ? - 5 ფოტოს ისტორია (ნაწილი XXI)

თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე, დროში მოგზაურობა-5 ფოტოს ისტორია ნაწილი XXI

1.კალიფორნიის სტადიონზე ხალხით სავსე სატვირთო მანქანა ძალოსან გალენ გოფის სხეულზე გადადის. აშშ, 1935 წ.

გალენ გოფი, ცნობილი როგორც ძლიერი ადამიანი, პოპულარული ფიგურა გახდა 1930-იან წლებში მისი არაჩვეულებრივი ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვადასხვა შოუში გამოსვლების გამო.

image

2.პლაჟზე პოლიციამ დააკავა გოგონა, საკმაოდ მოშიშვლებული საცურაო კოსტუმის გამო, აშშ, 1920 წელი.

1920-იან წლებში საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში პოლიცია დადიოდა პლაჟებზე და ზომავდა საცურაო კოსტუმების სიგრძეს. თუ შედეგი პოლიციას არ დააკმაყოფილებდა, „დამნაშავეს“ სანაპიროდან აძევებდნენ და ჯარიმას უწერდნენ.

image

3.მუზეუმის თანამშრომლები დინოზავრს აწყობენ, აშშ, 1904 წ.

ეს არის დინოზავრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეობა, მაგრამ ადამიანების უმეტესობამ ის იცის სახელით, რომლის გამოყენებაც პალეონტოლოგების უმეტესობამ ასზე მეტი წლის წინ შეწყვიტა: ბრონტოზავრი. მუზეუმის „ბრონტოზავრის“ შექმნას ექვსი წელი დასჭირდა, კომო ბლეფის მუზეუმის პალეონტოლოგებმა ოთხი სხვადასხვა ეგზემპლარი გამოიყენეს.

image

4.შვიდი წლის ფერისი, გაზეთების დამტარებელი პატარა ბიჭი.

გადაღებულია შტატ ალაბამაში 1914 წლის ოქტომბერში. ცნობილი ამერიკელი სოციოლოგისა და ფოტოგრაფის ლუის ჰაინის ერთ-ერთი ნამუშევარი.

1906 წლიდან 1914 წლამდე ის იღებდა ქუჩებში, რათა გაეგო საზოგადოებას როგორ და რა პირობებში უწევდათ მეგაზეთე ბავშვებს მუშაობა.პირველ გვერდზე არის სიახლე ბელგიის ოსტენდთან გერმანული ჯარების მიახლოების შესახებ . 1914 წლის შემოდგომა.

image

5.ლიფტის შვეიცარები. ნიუ-იორკი, 1921 წელი.

ლიფტების ავტომატიზაციამდე ლიფტის ოპერატორებს უწევდათ შემდეგი ქმედებები: ხელით უნდა გაეღოთ და დაეხურათ კარები, ეკონტროლოებინათ კაბინის მიმართულება და სიჩქარე, დაეკმაყოფილებინათ კაბინაში მყოფი მგზავრების მოთხოვნები და როდესაც მიუახლოვდებოდნენ.გამოეცხადებინათ, თუ რომელი დაწესებულება იყო კონკრეტულ სართულზე.

image

წინა ნაწილების სანახავად მიყევით <<ამ ბმულს>>

0
166
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0