სისხლის სამართალი "გაიძვერა ვანკა" - ლეგენდარული საბჭოთა თაღლითი: კრიმინალური არქივიდან 14 ნოემბერი, 16:15 მსოფლიო ისტორია იცნობს არაერთ უნიჭიერეს თაღლითს და ყალთაბანდს, როგორებიცაა ვთქვათ ვიქტორ ლუსტიგი, რომელმაც ეიფელის კოშკი რამდენჯერმე გაყიდა(იხილეთ სტ. მსოფლიოს ყველა დროის 3 უდიდესი თაღლითი)ალბათ განსაკუთრებული თანდაყოლილი ნიჭი და ინტუიცია უნდა გქონდეს ასე მოხერხებულად აბითურებდე არა მარტო რიგით მოქალაქეებს, არამედ თვით ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებსაც კი.
♤♤♤
დღეს გაგაცნობთ ლეგენდარულ საბჭოთა თაღლითს "გაიძვერა ვანკას"(ванька хитрый), იგივე ივან პეტროვის ისტორიას.
♤♤♤ სწორედ მას მიაწერენ გენიალურ თაღლითურ სქემას, რომელიც ალბათ ბევერ თქვენთაგანს გაუგია, როცა სავალუტო მაღაზიაში სუკთან შეკრულმა გამყიდველმა ორგანოს თანამშრომლები გამოიძახა, იმის გამო, რომ გამოჩნდა კლიენტი, რომელიც უძვირფასეს ბრილიანტის ბეჭდის ყიდვას აპირებდა, მალე მოვიდნენ შავი ვოლგით სუკის თანამშრომლები, მყიდველი დააკავეს, ნივთმტკიცებად ბრილიანტის ბეჭედი გაიყოლეს დ წავიდნენ, 5 წუთის შემდეგ კი ნამდვილი თანამშრომლები გამოჩდნენ.ეს შესაძლოა უფრო ლეგენდა იყოს, მაგრამ იგი რომ გენიალური თაღლითი იყო ამას ნამდვილად წყალი არ გაუვა.
♤♤♤ დაიბადა 1900 წელს, პირველად ძარცვის გამო 1916 წელს დააკავეს, თუმცა ციხეში მხოლოდ 1925 წელს მოხვდა. ♤♤♤ 1925-1972 წლებში 13-ჯერ გაასამართლეს, 9-ჯერ გაიქცა ციხიდან, თავის "მოღვაწეობის" მანძილზე გამოიყენა 14 გვარი და სახელი, აქედან 7-ს მუდმივად ხმარობდა. 1931 წელს გადაასახლეს სოლოვეცის კუნძულებზე(არქიპელაგი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, თეთრი ზღვის ონეგის უბეში.) საიდან მოახერხა გაქცევა. ♤♤♤ 1934 წელს მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილი, თუმცა ბოლო მომენტში შეიცოდეს და გადასახლება მიუსაჯეს ამურსკში.ტრადიციულად პეტროვი გაიქცა საპყრობილედან, გააყალბა საბუთები და არც მეტი არც ნაკლები პრიმორსკის რაიონის რაიკომის ინსტრუქტორად დაიწყო მუშაობა, მაგრამ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, შვებულებაში გასულმა თავი ვეღარ შეიკავა და მატარებელში მგზავრი გაძარცვა.
♤♤♤ ისევ დააკავეს.ასე დასრულდა მისი პარტიული კარიერა.სასჯელის მოხდის დროს 1944 წელს საჯარიმო გარნიზონში მოხვდა, მალევე დაიჭრა და მისთვის მეორე მსოფლიო ომიც დასრულდა. 1960 იან წლებში ბანქოს თამაშს მიეძალა და მალე სახელი მოიხვეჭა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ვირტუოზმა შულერმა.ყოველ ზაფხულს საკურორტო სეზონის დადგომასთან ერთად სტუმრობდა იალტას, ბათუმს, სოჭს და ძარცვავდა დამსვენებლებს.ქურდობით და ბანქოს თამაშით საშუალოდ დღეში 1000 მანეთსაც კი შოულობდა.
♤♤♤ ამასთანავე პეტროვმა გაძარცვა 10 საბჭოთა კავშირის და სოციალისტური შრომის გმირი, რა თქმა უნდა მოპარული მედლები მკერდზე დაიკიდა და ყველა იმ შეღავათის და უპირატესობების გამოყენება დაიწყო, რითაც საბჭოთა კავშირის გმირები სარგებლობდნენ, პარალელურად არც ქურდობა ავიწყდებოდა.ერთხელ ფაქტზეც დაიჭირდეს, მაგრამ მილიციაში როცა მისი სამკერდე ნიშანი დაინახეს სულ ბოდიშებით გაანთავისუფლეს. პეტოვმა ბინაც მოინდომა მოსკოვში, მან დენისოვის სახელით წერილები გააგზავნა უმაღლეს ინსტანციებში და როგორც საბჭოთა კავშირის გმირი მოითხოვდა კომუნალურ ბინას მოსკოვში, წერილი თვით სუსლოვსაც მისწერა, სკკპ ცკ მდივანს იდეოლოგის დარგში და ბოლობოლო საწადელს მიაღწია.
გაქნილი თაღლითი მოსკოვში 1972 წელს დააკავეს და 10 წელი მიუსაჯეს, განთავისუფლდა 1982 წელს, იმავე წელს გოგონას ძარცვის მცდელობა კრახით დამთავრდა, თუმცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღარ აღძრეს, მას შემდეგ პეტროვმა კიდევ 18 წელი იცოცხლა.გარდაიცვალა 2000 წელს 100 წლის ასაკში. რუბრიკა "კრიმინალური არქივიდან" იხილეთ <<ამ ბმულზე>>
357 3-ს მოსწონს
|