სხვა კონკურენცია INTERMEDIA-ზე 2012, 23 ოქტომბერი, 21:25 ჩვენს საიტზე ყოველდღიურად უამრავი სტატია იდება.ზოგი მთავარ გვერდზე ხვდება, ზოგი კი ვერა.ავტორებიც რეიტინგის მიხედვით ხან უსწრებენ ერთმანეთს და ხან არა, ზოგიერთი მეტ მოწონებას იმსახურებს, ზოგი ნაკლებს...მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მოვლენები ყოველდღე იცვლება და თქვენს მიერ დადებული მასალა დღეს თუ პოპულარულია, ხვალ შეიძლება არავის ახსოვდეს, მაგრამ... ცუდი ისაა, რომ კონკურენციის გამო ავტორები ხშირად სპეციალურად უწერენ ერთმანეთს ცუდ შეფასებას, ან უსაჩივრებენ მასალას, რომ რეიტინგი დაწიონ და სხვების ხარჯზე თვითონ წავიდნენ წინ.ვერ ვხვდები, ეს რაში გჭირდებათ?აქ ვიღაც უბრალოდ სიამოვნების გამო წერს, ვიღაცას დამატებითი შემოსავალი უნდა და ასე შემდეგ.მერწმუნეთ, ერთი დაწერილი უარყოფითი შეფასებით თქვენ არაფერი მოგემატებათ, იმ ადამიანის ნაწერს კი რეიტინგი უნდა დაუწიოთ ტყუილად.არ გეგონოთ, რომ ჩემი სტატიების გამო ვამბობდე ამას, პირადად მე აქ ნამდვილად საკუთარი სიამოვნების გამო ვწერ და სულაც არ ვარ ორიენტირებული მოწონებების დაგროვებასა და რეიტინგის აწევაზე, უბრალოდ, ზოგჯერ ისეთ სტატიებზე მინახავს უარყოფითი შეფასებები(სულაც არ ვამბობ ჩემებზე), რომ ახლაც ვერ ვხვდები რატომ უნდა შეაფასო ის კონკრეტული მასალა ასე.ყველა შემთხვევას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.პირადად მეც ზოგჯერ ისეთი მოსაზრებები გამომითქვამს ნაწერებში, რომ ვიღაცას შეიძლება აბსურდული მოეჩვენოს და დამიწეროს უარყოფითი შეფასება, რასაც სავსებით ნორმალურად მივიჩნევ, მაგრამ ისეთ სტატიებში, სადაც ავტორები, მაგალითად, ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე წერენ, პოლიტიკურ მოვლენებს აღწერენ ან უბრალოდ რამე კონკრეტული მოვლენის შესახებ გვამცნობენ, რა ნახეთ ასეთი "არმოსაწონი"?დავიჯერო, თქვენ თვითონ ნამდვილი პროფესიონალები ხართ და სტატიის სტილსა და მხატვრულ ღირებულებას ისეთ დიდ ყურადღებას აქცევთ, რომ უბრალოდ არ შეგიძლიათ, აზრი არ დააფიქსიროთ?ერთადერთი, რასაც მიაღწევთ ისაა, რომ იმ სტატიის ავტორი ნაკლებ ფულს აიღებს და თქვენ ეს რაში გაწყობთ, უბრალოდ ვერ ვხვდები.რასაკვირველია, ჩემი ნათქვამის ადრესატი ყველა ავტორი არაა და ნებისმიერი ცუდი შეფასების დაწერას არ ვგულისხმობ.სამართლიანი ყველაფერი მისაღებია.ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი ავტორი, პირიქით, ერთმანეთს ეხმარება რეიტინგის აწევაში, რაც ჩემს თავზეც გამომიცდია და გულწრფელად ვამბობ, რომ მეც ვცდილობ ყველა ჩემი "ინტერმედიელი" მეგობრის მასალას გავეცნო და თუნდაც ერთი ნახვა შევმატო.ვფიქრობ, ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ და თუ მაინცდამაინც რაღაც არ მოგვწონს, სულ ნუ შევაფასებთ, ან აზრი კომენტარებში დავაფიქსიროთ, რა საჭიროა ვიღაცას ზიანი მოვუტანოთ?ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის აუმჯობესებს ხარისხს, მაგრამ კონკურენცია ინტერმედიაზე, ნამდვილადაა ამ "სიჯანსაღეს" მოკლებული. ველი თქვენს "არმოწონებებს"...:) 147 12-ს მოსწონს
|