x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
"ის უბრალოდ არანორმალურია": ქანიე უესტის ყოფილმა ასისტენტმა რეპერის ყველაზე უსიამოვნო მხარეებზე ისაუბრა

image


უკვე დიდი ხანია ცნობილია კონკრეტულად თუ როგორ გაიცნო ქანიე უესტმა საკუთარი მეუღლე ბიანკა ცენსორი. გოგონა მის ასისტენტად მუშაობდა, რა დროსაც მათ შორის ვნებიანი რომანი გაჩაღდა. როგორც ცნობილი გახდა, ბიანკამდე რეპერს კიდევ ერთი ასისტენტი ჰყავდა, რომელმაც მუსიკოსს მის მიმართ გამოჩენილი არასათანადო და უხამსი დამოკიდებულების გამო ურთიერთობაზე უარი უთხრა, აცხადებს "The Sun"-ი.


image


ლორენ პიშოტამ უესტი 2021 წელს გაიცნო, მაშინ რეპერმა გოგონა დაიქირავა რათა მას ტანსაცმლის ახალი კოლექციის გამოშვებაში დახმარებოდა, პარალელურად ის ასევე მუშაობდა ალბომის გამოშვებაზე და მცირე დავალებებსაც ასრულდებდა. 2022 წელს ქანიე მას წინა სამსახურის დატოვებების შემთხვევაში წელიწადში 1 მილიონი დოლარის გადახდას დაჰპირდა, რაზეც ლორენი უყოყმანოდ დათანხმდა. მალე პიშოტამ ქანიესგან ძალიან უცნაური და უხამსი შეტყობინებების მიღება დაიწყო, მაგრამ მას წელიწადში 1 მილიონ დოლარს უხდიდნენ, ამიტომ უხამსი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყბინებები მას დიდად არ აწუხებდა, რადგან ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი მხოლოდ ახლა დაიწყო.


image


ლორენი ასევე ამტკიცებს, რომ უესტი მასთან სატელეფონო ზარების დროს მასტურბირებდა და ეკითხებოდა, ესმოდა თუ არა მას ან ხვდებოდა თუ არა მასთან საუბრის დროს თუ რით იყო ის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ლორენი მის გრძნობებს არანაირად არ პასუხობდა, რეპერი მის სამსახურებრივ დაწინაურებას მაინც განაგრძობდა. შედეგად, ის სხვადასხვა კომპანიის შტაბის უფროსად დაინიშნა, რომლის ანაზღაურებამაც 4 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა ზღაპარი მას შემდეგ დასრულდა, რაც მის ცხოვრებაში ბიანკა ცენსორი გამოჩნდა.


image


ლორენი სამსახურიდან იმ პირობით გაათავისუფლეს რომ ის 3 მილიონ დოლარს მიიღებდა. გოგონა კონტრაქტის დარღვევის, სექსუალური შევიწროების, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებისა და მტრული სამუშაო გარემოს გამო დღეს უკვე სასამართლოში ჩივის.







0
312
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
312