x
მეტი
  • 14.11.2024
  • სტატია:138228
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511956
მონადირე მაღალი საზოგადოებიდან – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)

image


ზალცბურგის გარეუბნის ერთ-ერთ ვილაში, ვინმე ალფრედ დი მეირო დასახლდა. სასიამოვნო გარეგნობის და არისტოკრატის მანერების წყალობით, მან ქალაქის ყველაზე გავლენიანი ადამიანებთან დაახლოება შეძლო. სულ მალე, ის ქალაქში ყველასთვის ცნობილი პიროვნება გახდა და ფულის სესხება დაიწყო. როდესაც მისი ვალების თანხა საგრძნობლად გაიზარდა, ალფრედ დი მეირის ვილას ინსპექტორი ვარნიკე ეწვია. მასპინძელმა ვარნიკე ძალიან თავაზიანად მიიღო, სახლში შეიპატიჟა და მისაღებ ოთახში შეიყვანა, სადაც სხვადასხვა სახის რელიკვიები და ასევე, ცხოველების ფიტულები და ტყავები იყო გამოფენილი.

მთელი ეს კოლექცია მდინარე ამაზონის აუზში შევაგროვე, — თავაზიანად აუხსნა სტუმარს დონ ალფრედმა.

ინსპექტორმა დიდი ინტერესით დაათვალიერე მუზეუმად ქცეული ოთახი, მძიმედ ამოიოხრა და მასპინძელთან დამშვიდობების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში დაბრუნდა.

როგორც გაირკვა, ეს ადამიანი დიდი მატყუარაა, — განაცხადა ინსპექტორმა. — ძალიან საეჭვოა, რომ ქალაქის პატივსაცემმა მოქალაქეებმა, გასესხებული ფული უკან დაიბრუნონ!


კითხვა: რა გარემოებამ მიიყვანა ინსპექტორი ამ დასკვნამდე?imageპასუხი:


კოლექციის დათვალიერებისას, ინსპექტორის ყურადღება კედელზე გაკრულმა ლომის ტყავმა მიიპყრო. მდინარე ამაზონის აუზში ლომები არ ბინადრობენ... და საერთოდ, სამხრეთ ამერიკაში ლომები არ არიან.

imageარხის სხვა სიახლეები:


* 15 საინტერესო არტეფაქტი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის

* ჩანთა ფულით – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)

* მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ უთვალთვალებენ კატები საკუთარ პატრონებს? – უცნაური ფაქტი კატების შესახებ

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას


0
102
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0