x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
შერი იხენებს, როგორც გაშიშვლდა მის წინაშე ჯონ ლენონი
image

არტისტის თქმით, ეს მოხდა Playboy-ის სასახლეში.


ლეგენდარული ჯგუფის The Beatles-ის ფრონტმენმა ჯონ ლენონმა მეგობართან, მუსიკოს ჰარი ნილსონთან ერთად ჰიუ ჰეფნერის სასახლეში გამართულ წვეულებაზე ნამდვილი ალიაქოთი მოაწყო.


ამის შესახებ მსახიობმა და მომღერალმა შერმა თავის მემუარებში ისაუბრა.



მისი თქმით, სამეული ლოს-ანჯელესის იტალიურ რესტორანში შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ ჰეფნერის სასახლეში წავიდნენ.


შერი იხსენებს, რომ ლენონს და ნილსონს Playboy-ის დამფუძნებლის სასახლის მონახულების ძლიერი სურვილი ჰქონდათ.


მან გადაწყვიტა, რომ კომპანია გაეწია მუსიკოსებოსთვის, თუმცა მაშინვე შენიშნა, რომ მეგობრები უკვე საკმაოდ შეჭიკჭიკებულები იყვნენ.


"ძალიან გვიან მივხვდი, თუ რამდენად მთვრალები იყვნენ ისინი", - აღიარა მან.


უკვე წვეულებაზე მისულმა ლენონმა და ნილსონმა დაიწყეს ჰეფნერის სახელის ყვირილი კომიკური არისტოკრატული აქცენტით: „ჰიუ! ჰიუ! ჰიუ!“, რამაც მასპინძლის ყურადღება მიიქცია და გამოიწვია უკმაყოფილება.


შერი თავს თითქმის დამნაშავედ გრძნობდა მათი უმსგავსო საქციელის გამო და გადაწყვიტა, რომ ისინი ყველას თვალთაგან მოეშორებინა, იქვე წყნარ ზონაში აუზთან - ცნობილ „გროტოსთან“ მიიყვანა.


თუმცა, როდესაც ის ცოტა ხნით მოშორდა მათ, რათა სასმელი მოეტანა, ლენონმა და ნილსონმა ისარგებლეს მომენტით და აუზში სრულიად შიშველები ჩახტნენ. დაბრუნებული შერი უხერხულობასა და ბრაზს ერთდროულად განიცდიდა.


„როცა დავბრუნდი, ისინი წყალში იდგნენ - სრულიად შიშვლები. ეს ნამდვილად არ იყო ის, რისი ნახვაც მსურდა“, - იხსენებს ის ირონიით.

imageფოტოზე: შერი ჰიუ ჰეფნერის სასახლეში -1971 წელი.


ვითარება კიდევ უფრო უხერხული გახდა, როდესაც მეგობრები ცდილობდნენ აუზიდან ამოსვლას და ამ სახით სასახლეში გასეირნებას.


„ ვუთხარი მათ: „გთხოვთ, არ ამოხვიდეთ! დარჩით წყალში!“ - იხსენებს შერი და დასძენს, რომ მას დიდი ძალისხმევა მოუწია მეგობრების შესაფერის მდგომარეობაში დასაბრუნებლად.


ამ საღამოს სცენა, მისი სიტყვებით, „მთვრალი კნუტების აყვანას“ ჰგავდა, მაგრამ მან დავალებას თავი გაართვა და მოახერხა მათი შეკავება.

0
271
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0